NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობისთვის კიდევ ერთ პრიორიტეტულ საკითხად ჯანდაცვა რჩება. იმის მიუხედავად, რომ საზოგადოება ჯანდაცვის ხარისხითა და მისაწვდომობით კმაყოფილია, სამედიცინო მომსახურებისა და წამლების მაღალი ფასი მათთვის შემაშფოთებელია.

ფოტო: NDI

გასული წლის განმავლობაში, მოსახლეობის ნახევარს უსახსრობის გამო სამედიცინო მომსახურებისა (54 პროცენტი) და წამლის ყიდვის გადადება (50 პროცენტი) მოუწია.

ფოტო: NDI

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 131 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.7 პროცენტი.