NDI-ს კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 38 პროცენტი ამბობს, რომ ყოველთვიურად მათი ოჯახის ყველაზე დიდი ხარჯი წამლებია. ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 30 პროცენტი უთითებს, რომ ყველაზე დიდი დანახარჯი სესხი/იპოთეკა/განვადებაა.

მოსახლეობის 76 პროცენტი აღნიშნავს, რომ ოჯახის ძირითადი დანახარჯი საკვებია, ხოლო 62 პროცენტი ამბობს, რომ კომუნალურები.

ფოტო: NDI

კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა საქართველოს მასშტაბით 2 131 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,7%.

ამავე თემაზე: