NDI-ის კვლევისას გამოკითხულთა 41 პროცენტი ფიქრობს, რომ კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი მოვლენა იყო. გამოკითხულთა 49 პროცენტი ამბობს, რომ კარგი მოვლენა იყო. ამავე კითხვაზე 10 პროცენტი პასუხობს "არ ვიცი".

საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდ მოვლენად ძირითადად 55 წელს ზემოთ ადამიანებს (56%) მიაჩნიათ. დასახლების მიხედვით, ამავე აზრის მქონე ადამიანების ყველაზე მეტი მაჩვენებელი სოფლებსა (47) და პატარა ქალაქებში (42) დაფიქსირდა.

2019 წლის მაისში გამოქვეყნებული NDI-ის კვლევით, მოსახლეობის 39 პროცენტი ფიქრობდა, რომ საბჭოთა კავიშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი იყო.

NDI-ის კვლევა, 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 131 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.7 პროცენტი.