NDI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობის 48 პროცენტს მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკის ძლიერი მხარე ტურიზმია. ამავე კვლევის მიხედვით, სოფლის მეურნეობას ეკონომიკის ძლიერ მხარედ მოსახლეობის 31 პროცენტი მიიჩნევს. ექვსმა პროცენტმა კი არ იცის რომელია ეკონომიკის ძლიერი მხარე.

ამასთანავე, ეკონომიკის ძლიერ მხარედ მრეწველობას მიიჩნევს 6 პროცენტი, ფინანსურ სერვისებს — 3 პროცენტი, სამთო მრეწველობასა და ბუნებრივ რესურსებს — 2 პროცენტი, მომსახურების ინდუსტრიას — 1 პროცენტი.

ფოტო: NDI

კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა საქართველოს მასშტაბით 2 131 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,7%.