NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 76 პროცენტი ფიქრობს, რომ მთავრობა სრულად არის პასუხისმგებელი ეკონომიკურ მდგომარეობაზე ქვეყანაში. 16 პროცენტის აზრით კი მთავრობა ნაწილობრივ არის პასუხისმგებელი ეკონომიკურ მდგომარეობაზე ქვეყანაში.

ფოტო: NDI

გამოკითხულთა 35 პროცენტი ფიქრობს, რომ მთავრობას უნდა ჰქონდეს გარკვეული როლი ეკონომიკაში და რეგულაციების უნდა შემოიღოს. 23 პროცენტის აზრით, მთავრობა არ უნდა ერეოდეს ბიზნესრეგულაციებსა და ეკონომიკაში. გამოკითხულთა 22 პროცენტი კი ამბობს, რომ მთავრობამ ეკონომიკის სხვადასხვა დარგები უნდა აკონტროლოს და მეწარმეობა განავითაროს.

კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა საქართველოს მასშტაბით 2 131 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,7%.