ქობულეთში, მესამე საჯარო სკოლაში პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს. იდეის ავტორი პირველი კლასის დამრიგებელი ქეთევან ვეკუაა. აჭარის ტელევიზიასთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ბიჭებს ლურჯი, გოგოებს კი წითელი ყელსახვევი საჩუქრად დაახვედრა.

"მთავრი იდეა იყო გამომერჩია ჩემი პირველკლასელი ბავშვები, რომ დარბოდნენ დერეფანში ლამაზ ფერებში, უცებ დაუძახებდი, აბა, მოდი საბა, მოდი ანა-მარია. ლურჯი ყელსახვევი და ბორდოსფერი ყელსახვევი საჩუქრად გაუკეთა დამრიგებელმა, ანუ მე", — თქვა აჭარის ტელევიზიასთან საუბრისას ქეთი ვეკუამ.

ფოტო: აჭარის ტელევიზია

აჭარის რესურსცენტრის დირექტორის თქმით, საკითხზე მოკვლევა უკვე დაიწყეს. მათი ინფორმაციით, ყელსახვევების იდეა სკოლის დირექტორთან შეთანხმებული არ ყოფილა.