ინტერნეტში ყოველდღიურად ვრცელდება ცხოველების ამსახველი საყვარელი ფოტო და ვიდეო მასალა, რომლებშიც ახალ დაბადებულ ლეკვებს ან ცელქ კნუტებს ნახავთ. თუმცა, დღეს განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

ვიდეოში, რომელსაც დღეს გიჩვენებთ, ბოკვერის და მისი მოსიყვარულე მშობლის პირველ შეხვედრას ასახავს.

საქმე ის არის, რომ მამა ლომი პატარას მიუახლოვდა და მის დანახვაზე ძირს გაწვა, რაც ინტერნეტის მომხმარებლების აზრით, საკმაოდ უჩვეულო საქციელია.

ვიდეო აშშ-ში, დენვერის ზოოპარკში არის გადაღებული და ეს პირველი ვიდეო არ არის, რომელიც ამ ზოოპარკში მცხოვრები ველური ცხოველების ყოველდღიურ, სახალისო ცხოვრებას ასახავს.

ამ გზით ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადამიანების დაინტერესებასა და ცხოველებისთვის შექმნილი სხვადასხვა პროგრამებისთვის შემოწირულობების მიღებას ახერხებენ.