კაცი, რომელიც გუშინ, 15 სექტემბერს მეტროსადგურ სამგორის ლიანდაგებში ჩავარდა, კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ იმედს ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ემერჯენსის ხელმძღვანელმა, თეონა ხუნჭუამ უთხრა.

მისი თქმით, კლინიკაში შეყვანისას 21 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.