ბიზნესმენი და საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ როგორც ამ ეკლესიის შვილი, ღამის პირველ საათზე, ბლიც ინტერვიუს დროს ეკლესიის ქმედების შეფასებისგან თავს შეიკავებს. როგორც მან გადაცემა მთავარ აქცენტებში თქვა, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ თავისი ქმედებებით ეკლესიას "სერიოზული ზიანი" მიაყენა.

"მადლობა ღმერთს, რომ ძალიან ბევრ ნიჭიერ და ჭეშმარიტ მართლმადიდებელ მამაოსთან და მეუფესთან მაქვს ურთიერთობა", — აღნიშნა ხაზარაძემ.

გარდა ამისა, ხაზარაძე აღნიშნა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გარშემო განვითრებული მოვლენები პროვოკაციული იყო:

"ეს სკანდალი, რომელმაც საკმაოდ სერიოზულად დააზიანა ეკლესია შეიძლებოდა, რომ თავიდან აგვერიდებინა. მით უმეტეს, ამ პირობებში, ეს იყო ჩემი აზრით ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, იმიტომ, რომ ინსტიტუტი, რომელსაც აქვს ამხელა ნდობის მანდატი… პირდაპირ ვთქვათ, რომ ჩვენ თუ გადავრჩით დღემდე, ჩვენმა ეკლესიამ და მართლმადიდებლობამ მოგვიყვანა აქამდე. მე დარწმუნებული ვარ. თავისუფლებისთვის ბრძოლამ და ქრისტიანობამ გადაგვარჩინა", — განაცხადა ხაზარაძემ.