აღსანიშნავია, რომ ინგლისურის ცოდნას უამრავი უპირატესობა აქვს — ინგლისურად ინფორმაციის მოძიებას ნებისმიერ საკითხზე შეძლებთ, სწორედ ამ ენაზე მიმდინარეობს კომუნიკაცია საერთაშორისო აკადემიურ წრეებში, ინგლისურის ცოდნა დიდად პრიორიტეტულია დამსაქმებლებისთვისაც, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ინგლისური იცით, არსად დაიკარგებით.

ახალი ამბავი არ არის, რომ რაიმე ახალი უნარის შესწავლისას ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა მოტივაციაა, რომელიც ჩვენივე მიზნებითაა განპირობებული. ლეველსის ინგლისური ენის აკადემია კი საუკეთესო მიზეზს გვაძლევს იმისთვის, რომ ინგლისურის სწავლისას მაქსიმალურად მონდომებულები და მოტივირებულები ვიყოთ. რა შეიძლება იყოს უფრო უკეთესი, ვიდრე ინგლისში უფასოდ გამგზავრება?

გაქვს შანსი, რომ მოიპოვო დაფინანსება და გაემგზავრო ინგლისში

"ისწავლე ინგლისური, იყავი საუკეთესო, გაიმარჯვე და გაემგზავრე ინგლისში" — ეს არის ლეველსის აკადემიის მთავარი გზავნილი და წამახალისებელი საჩუქარი მსმენელებისთვის. საუკეთესო მსმენელები ორი ასაკობრივი კატეგორიიდან (1 მსმენელი ბავშვების ასაკობრივი კატეგორიებიდან, ხოლო 1 მსმენელი ზრდასრულებიდან) დასაჩუქრდებიან და ცენტრის დაფინანსებით გაემგზავრებიან ინგლისში, სადაც საშუალება ექნებათ მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ.

უნდა გვახსოვდეს, რომ უცხო ენის სწავლა გაცილებით სწრაფი და ეფექტიანი შესაბამის გარემოშია, ანუ იქ, სადაც მას პრაქტიკაში აქტიურად იყენებენ. ინგლისურის საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ დიდ ბრიტანეთში გამგზავრება და თქვენი უნარების რეალურ ცხოვრებაში გამოცდა თქვენთვის საუკეთესო გამოცდილება იქნება.

ინგლისური ენის საფუძვლიანად შესწავლაზე კი პასუისმგებლობას ლეველსის აკადემია იღებს. ლეველსის მთავარი სიძლიერე მისი გამოცდილი და კვალიფიციური მასწავლებელთა გუნდია. ცენტში დასაქმებულნი არიან როგორც ქართველი, ასევე ბრიტანელი და ამერიკელი მასწავლებლებლები და ყველა მათგანი კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ გაცემული სერტიფიკატის (CELTA) მფლობელია.

მასწავლბელთა მთავარი მიზანია, რომ მსმენელებმა დაუღლელად ისწავლონ. ამისათვის ისინი იყენებენ აუდიო და ვიდეომასალებს, როლურ თამაშებს, ინდივიდუალრ თუ ჯგუფურ სავარჯიშოებს, რაც გაკვეთილს ძალიან აქტიურს, ინტერაქციულს, საინტერესოს და სახალისოს ხდის.

სასწავლო ლიტერატურად გამოიყენება ოქსფორდის უახლესი გამოცემის სახელმღვანელეობი და ასაკის და ინტერესების შესაბამისი კლაასგარეშე მასალები. ასევე, ყველაზე მთავარი ისაა, რომ საგაკვეთილო პროცესი სრულად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს.

გარდა სწავლების მაღალი ხარისხისა, აკადემია მსმენელბს სთავაზობს თანამედროვე, კომფორტულ და სასიამოვნო სასწავლო გარემოს დიდი ნათელი აუდიტორიებითა და საგაკვეთილო პროცესის ეფექტურად წარმართვისვის საჭირო ინვენტარით.

  • რეგისტრაცია

ლეველსში მოხვედრა მარტივია — თავდაპირველად ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტირების გავლა მოგიწევს. ამის გაკეთება შეგიძლია როგორც უშუალოდ ცენტრში, ასევე ონლაინ. ამის შემდგომ კი სასურველ კურსს, დღეებსა და საათებს ირჩევ.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია, როგორც ადგილზე, ჭავჭავაძის 29გ-ში, ასევე ლეველესის აკადემიის ვებ გვერდსა თუ ფეისბუქ გვერდზე

ლეველსის აკადემიის კურსების ღირებულება ხელმისაწვდომია ყველასთვის. ლეველსში სისტემატიურად მოქმედებს ფასდაკლებები სტუდენტებისთვის და ორგანიზაციებისთვის. აღნიშნულ საკითხზე დეტალურ ინფორმაციას აკადემიის ვებგვერდზე მიიღებ.