"თქვენ ძეგლი ხართ თუ..." — ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტმა, სალომე ზუღრაბიშვილმა TV პირველის ჟურნალისტს, რომელიც კითხვის დასმას ცდილობდა. ჟურნალისტი დაცვამ გაიყვანა. ვიდეომასალას ტელეკომპანია ავრცელებს.

პრეზიდენტი თეთრიწყაროში იმყოფება, სადაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გახსნა.