პატრიოტთა ალიანსმა აშშ-ს საელჩოსთან ანტიდასავლური აქცია გამართა
დღეს, 15 სექტემბერს პატრიოტთა ალიანსმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან თბილისში ანტიდასავლური, ანტიამერიკული აქცია გამართა. საელჩოს სიახლოვეს გაძლიერებული იყო დაცვა, ეზოს გასწვრივ კი პოლიციას კორდონი ჰქონდა გაკეთებული.
პატრიოტთა ალიანსის წევრები სიტყვით გამოსვლისას აჟღერებდნენ ანტიდასავლურ მესიჯებს და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნების, მეთიუ ბრაიზასა და დევიდ კრამერის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება მოითხოვეს. მათი მოთხოვნა უკავშირდება რამდენიმე დღის წინ სასტუმრო რუმსში კონფერენციაზე მომხდარ ინციდენტს, სადაც ირმა ინაშვილი დაუპატიჟებლად მივიდა, ამას კი დაპირისპირება მოჰყვა.
პარტიის ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა, ასევე, გააჟღერა ანტიდასავლური, ნატოს საწინააღმდეგო მესიჯები და თქვა რომ საჭიროა "რუსეთთან და სოხუმთან პირდაპირი დიალოგი". ირმა ინაშვილის, თქმით მათი პარტია გააგრძელებს საპროტესტო აქციებს.
10 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო რუმსში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ირმა ინაშვილის დაუპატიჟებლად მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. კონფერენციის ორგანიზატორებმა ინაშვილს განუმარტეს, რომ ის არ იყო სიაში, შესაბამისად, კონფერენცია უნდა დაეტოვებინა. კონფერენციის დატოვებისკენ მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმაც. ინაშვილმა თქვა, რომ წინა დღეს ამავე კონფერენციაზე დეპუტატმა გიგა ბოკერიამ მისი მისამართით ცილისმწამებლური განცხადება გააკეთა და ის პასუხის გასაცემად მივიდა. სტუმრების ნაწილმა აღნიშნა, რომ ირმა ინაშვილის ქმედება მიუღებელი იყო.
დაპირისპირების შემდეგ ირმა ინაშვილი სიტყვით მაინც გამოვიდა. როგორც მან განაცხადა, მისი პარტია პროდასავლური აზროვნებისაა. გარდა ამისა, მან დევიდ კრამერისგან ბოდიშის მოხდაც მოითხოვა.
ირმა ინაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კრამერის სიას მოამზადებს, რომელსაც პარლამენტს წარუდგენს. მისივე თქმით, ამავე სიაში შევა მეთიუ ბრაიზა, რომელიც ამერიკელი დიპლომატი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანია.
თავის მხრივ მეთიუ ბრაიზამ განაცხადა, რომ პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა ირმა ინაშვილმა ბოდიში თავად უნდა მოიხადოს:
"ამ ქალმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნინო ევგენიძეს. ჩემს ქვეყანაში ამის გამო ის ციხეში მოხვდებოდა. ის მას აჯანჯღარებდა და ფხაჭნიდა", — ამბობს მეთიუ ბრაიზა ტელეკომპანია მთავარი არხის თარგმანის მიხედვით.
მეთიუ ბრაიზას განცხადებას ირმა ინაშვილი სიცრუეს უწოდებს და ცილისწამებაში ადანაშაულებს. პატრიოტთა ალიანსმა მეთიუ ბრაიზასა და დევიდ კრამერს პროკურატურაში უჩივლა.
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
კომენტარები