კამერონი: ჯონსონს ბრექსიტის არ სჯეროდა და მას კარიერის გამო დაუჭირა მხარი
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონი თავის მემუარებში წერს, რომ ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს 2016 წელს რეფერენდუმის კამპანიის დროს ბრექსიტის არ სჯეროდა და მას მხოლოდ კარიერული ზრდისთვის დაუჭირა მხარი. დევიდ კამერონის წიგნის ფრაგმენტები Sunday Times-ში გამოქვეყნდა. მის სიტყვებს ბორის ჯონსონი და მაიკლ გოუვი ჯერ არ გამოხმაურებიან.
თავის წიგნში კამერონი მაიკლ გოუვს, რომელიც ბრექსიტის მომზადებაზე პასუხისმგებელი, რადიკალი ევროსკეპტიკოსის, ნაიჯელ ფარაჯის მხარდამჭერს უწოდებს.
2016 წელს ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლის რეფერენდუმი სწორედ დევიდ კამერონის პრემიერ-მინისტრობის დროს ჩატარდა. რეფერენდუმის ჩატარება კონსერვატიული პარტიის წინასაარჩევნო ერთ-ერთი დაპირება იყო. თვითონ კამერონი ევროკავშირის დარჩენის კამპანიას აწარმოებდა და შედეგების გამოცხადების შემდეგ მან დაკავებული პოსტი დატოვა.
როგორც ყოფილი პრემიერი თავის მემუარებში წერს, როდესაც ბორის ჯონსონი ირჩევდა, რომელი კამპანიისთვის დაეჭირა მხარი, მას მხოლოდ ის ადარდებდა, თუ რა იქნებოდა უკეთესი მისი კარიერისთვის:
"ვინც არ უნდა ყოფილიყო ბრექსიტის მომხრეების ხელმძღვანელი, პატრიოტიზმის სულისკვეთებით, დამოუკიდებლობითა და რომანტიზმით დამუხტული, ის მაშინვე გახდებოდა პარტიის რჩეული. მას [ჯონსონს] არ სურდა გარისკვა და სხვა პოლიტიკოსისთვის, კერძოდ მაიკლ გოუვისთვის, ამ გვირგვინის მიღების საშუალება მიეცა".
ამასთანავე, კამერონი აკრიტიკებს ჯონსონს მისი სააგიტაციო ავტობუსის გამო, რომელზეც ეწერა, რომ ევროკავშირიდან გამოსვლით ბრიტანული ჯანდაცვის სისტემა ყოველკვირეულად დამატებით 350 მილიონ ფუნტს მიიღებს. შემდეგში დადასტურდა, რომ ეს ინფორმაცია ტყუილია.
"ბორისმა ამ მანქანით მთელი ქვეყნის გარშემო იმოგზაურა, მაგრამ სიმართლე სახლში დატოვა", — წერს კამერონი.
რაც შეეხება მაიკლ გოუვს კამერონი წერს: "ვერ ვუჯერებ საკუთარ თვალებს. ლიბერალურად მოაზროვნე, გაწონასწორებული ინტელექტუალი გოუვი ფარაჯისტად იქცა, რომელიც იმუქრებოდა, რომ თურქეთის მთელ მოსახლეობას დიდ ბრიტანეთში გადასვლა სურდა".
BBC-ის ინფორმაციით, 2016 წლის რეფერენდუმის კამპანიის დროს მაიკლ გოუვმა განაცხადა, რომ 2020 წლისთვის თურქეთი და კიდევ ოთხი ქვეყანა ევროკავშირის წევრები გახდებიან, რაც 2030 წლისთვის დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა 5 მილიონით გაიზრდებოდა.
გარდა ამისა, 13 სექტემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში დევიდ კამერონი ამბობს, რომ რეფერენდუმის ჩატარების გამო თავს დეპრესიულად გრძნობს, რადგან "ხვდება, რომ ზოგიერთი ადამიანი ამას არასდროს აპატიებს". ამავე დროს, ის ამართლებს თავის გადაწყვეტილებას, რადგან "ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხი საბოლოოდ უნდა გადაწყვეტილიყო".
დევიდ კამერონი კონსერვატიული პარტიის ლიდერად 2005 წელს აირჩიეს. ხუთი წლის შემდეგ 43 წლის ასაკში ის ბოლო 200 წლის განმავლობაში ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი გახდა.
თანამდებობის დატოვების შემდეგ ამ დრომდე მას არასდროს შეუფასებია მისი მემკვიდრე პრემიერები — ტერეზა მეი და ბორის ჯონსონი. .
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
კომენტარები