ეუთო: ცხინვალში ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა ადგილობრივებისთვის პრობლემას ქმნის
ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) აცხადებს, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებით სირთულეებს ქმნის და დაძაბულობის მატებას უწყობს ხელს.
"ჩვენ ყველა შესაბამის სუბიექტთან გვაქვს კონტაქტი და მოვუწოდებთ თავი შეიკავონ ცალმხრივი ნაბიჯებისგან, რომლებიც ნეგატიურ ჰუმანიტარულ შედეგებს მოიტანს კონფლიქტით დაზარალებულთათვის და ძირს უთხრის ადგილზე სტაბილურობას", — ნათქვამია ეუთოს განცხადებაში.
ისინი მოუწოდებენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილე ყველა პირს, რათა უსაფრთხოების არსებული მექანიზმის ფარგლებში კონსტრუქციულად ითანამშროლონ და ყველა პრობლემის გამოსავალი იპოვონ:
"მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს დამატებითი სირთულეები არ შეექმნათ და მათი უფლებები, მათ შორის გადაადგილების თავისუფლება, მთლიანად დაცული იყო".
ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი 10 დღეა ჩაკეტილია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი 4 სექტემბერს ჩაკეტა და ამ დრომდე არ გაუხსნიათ.
დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებდა, რომ გამშვები პუნქტი 6 სექტემბერს გაიხსნებოდა, თუმცა მოგვიანებით მათმა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ე.წ. საზღვარზე სიტუაციის დარეგულირებას ელოდებიან.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ახალგორელების ნაწილმა დაბის დატოვება მოასწრო, დარჩენილები კი გზის გახსნას ითხოვენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადგილობრივებს პროდუქტი და მედიკამენტები უთავდებათ და დახმარებას ითხოვენ.
სუს-ში აცხადებენ, რომ ამ პრობლემების მოსაგვარებლად არაერთხელ გააქტიურდა ცხელი ხაზი და მუდმივად აწვდიან ინფორმაციას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. აღნიშნული საკითხი, ასევე, იქნება განხილული IPRM-ის ფარგლებში 13 სექტემბერს დაგეგმილ ე.წ. ტექნიკურ შეხვედრაზე.
ჩორჩანაში საგუშაგოს მშენებლობა ქართულ მხარესა და საოკუპაციო რეჟიმს შორის დაპირისპირების მიზეზი აგვისტოს ბოლოს გახდა. დე ფაქტო მთავრობა ამტკიცებდა, რომ ჩორჩანას ტერიტორია მათ მიერ ოკუპირებული სოფელ წნელისის შემადგენლობაში შედიოდა და პოლიციის საგუშაგოს დაშლას მოითხოვდა, რისთვისაც ქართულ მხარეს ულტიმატუმი წამოუყენა და რამდენიმე საათი მისცა. რუსეთმა მის მიერვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.
ქართულმა მხარემ მოთხოვნები არ შეასრულა და საგუშაგო არ დაშალა. პასუხად, დე ფაქტო პრეზიდენტმა, ბიბილოვმა განაცხადა, რომ საქართველოს ომი უნდოდა, მაგრამ ამას არ დაუშვებდნენ და "ჰუმანიტარულ ოპერაციას" დაიწყებდნენ.
ამის შემდეგ მათ ქართული საგუშაგოს თავზე საოკუპაციო ბანერი დადგეს და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დროშა აღმართეს. როგორც ე.წ. უსაფრთხოების სამსახური განმარტავდა, დროშა სპეციალურად აღიმართა ზღვის დონიდან 944,8 მეტრზე, ქართულ საგუშაგოზე მაღლა, რადგან ასე "დომინანტად იქცა საზღვრის იმ მონაკვეთში".
გარდა ამისა, ჩორჩანას საგუშაგოს პასუხად საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ორი საგუშაგოს მშენებლობა დაიწყო, ამჯერად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები