თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მშენებლობისას მიწა ჩამოიშალა და ქვეშ მოყოლილი მუშა დაიღუპა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს უთხრეს, მუშა მიწისთრხის სამუშაოებს აწარმოებდა და ადგილზე მისულებს ის უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

როგორც თბილისის მერიაში On.ge-ს განუცხადეს, რომ აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციას არ უკავშირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.