თბილისში მოქალაქეების მობილური ტელეფონების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით პოლიციამ 1983 წელს დაბადებული პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირი წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებული მიმდინარე წლის აგვისტოსა და სექტემბერში თაღლითურად 3 მოქალაქის მობილურ ტელეფონებს დაეუფლა. უწყებაში ამბობენ, რომ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ერთი მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღო, ხოლო ორი თბილისის ლომბარდებში იპოვეს.

გამოძიება თაღლითობის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.