ქუთაისში, #49 მაჟორიტარული ოლქის 59.79 უბანზე უკვე დასრულდა ბიულეტენების დათვლის პროცესი. ამ უბანზე ქართულმა ოცნებამ მიიღო 255 ხმა, ნაციონალურმა მოძრაობამ კი - 209.

რაც შეეხება მაჟორიტარების კენჭისყრის შედეგებს, ქართული ოცნების კანდიდატმა, კობა ნარჩემაშვილმა, რომელიც ვარდების რევოლუციამდე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მიიღო 256 ხმა, გიგი წერეთელმა - 214. აღნიშნულ უბანზე გადასატანი ყუთის შედეგები საერთოდ გაბათილდა ხელმოწერების არარსებობის გამო.

ინფორმაცია ამ უბნის შედეგების შესახებ, On.ge-ს ერთ-ერთმა დამკვირვებელმა მოაწოდა.