ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ შაბათს — "ინტელექტის დღეს" სახელი ერთ დღეში გადაარქვა და განაცხადა, რომ ეს დღე სინამდვილეში, "ინტელექტუალური თამაშების დღე" იქნება. მათივე ცნობით, ამ ინიციატივას საზოგადოებაში არასწორი ინტერპრეტაციები მოჰყვა. ამის შესახებ განცხადება დღეს, 14 სექტემბერს გავრცელდა.

მერიის მიერ გუშინ, 13 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მერის ინიციატივით, ყოველი შაბათი "ინტელექტის დღედ" ცხადდება. ამჟამად, მერიის ფეისბუქ გვერდზე ეს განცხადება ჩასწორებულია და "ინტელექტის დღის" ნაცვლად, "ინტელექტუალური თამაშების დღე" წერია.

ფოტო: ფოტო

მერიის განცხადებით, პროექტის ფარგლებში პირველი თამაში რა? სად? როდის?დადიანების სასახლეთა ეზოში გაიმართება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ყოველ პარასკევს გაიმართება მუსიკალურ საღამოებს სახელწოდებით "ზუგდიდი-შენი განწყობის ქალაქი". ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია მუშაობს კვირა დღეს დანერგოს "მობილური კინოთეატრი", სადაც ახალგაზრდები ღია ცის ქვეშ საკუთარ შერჩეულ ფილმებს მეგობრებთან ერთად ნახავენ.