შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოქალაქემ, რომელმაც მანქანის მოპარვის შესახებ განაცხადა, სადაზღვეო კომპანიისგან თანხის მისაღებად, თავისი Mitsubishi Pajero მეგობრის ავტოფარეხში დააყენა. შსს-ს პრესრელიზში ნათქვამია, რომ ავტომობილის გადამალვის ფაქტს, ავტოფარეხის მეპატრონეც ადასტურებს.

უწყების ცნობით, ავტომობილის ქურდობაზე გაკეთებული შეტყობინების შემდეგ მან საქართველოს საზღვარი მალევე დატოვა. იგი საქართველოსა და ისრაელის ორმაგ მოქალაქეობას ფლობდა. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მანქანის ქურდობის შესახებ 112-ში შეტყობინება 12 სექტემბერს შევიდა.