ცნობილია იმ საგნების სია, რომელსაც აბიტურიენტები კონკრეტულ მიმართულებებზე მოსახვედრად ჩააბარებენ. სია სურვილის მიხედვით უნივერსიტეტებმა შეადგინეს და ის შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა.

გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო საგანში:

    1. ქართული ენა და ლიტერატურა;
    2. უცხო ენა;
    3. მათემატიკა/ისტორია.

მესამე გამოცდა დამოკიდებულია აბიტურიენტის მიერ არჩეულ პროგრამაზე. ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე ჩააბარებენ მათემატიკას, ჰუმანიტარულზე - ისტორიას, დარგთაშორისი მიმართულებების არჩევისას ისტორიას ან მათემატიკას.

სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით, ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდა იქნება:

      1. ქართული ენა და ლიტერატურა;
      2. უცხოური ენა;
      3. ბიოლოგია;
      4. მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს). მეოთხე საგნისათვის გამოყოფილი იქნება კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე არანაკლებ 30%-ისა.

სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად აბიტურიენტმა სავალდებულოა შემოქმედებით ტურთან ერთად უნდა ჩააბაროს:

      1. ქართული ენა და ლიტერატურა;
      2. უცხოური ენა;
      3. გრანტის მოსაპოვებლად კი - მათემატიკა ან ისტორია.

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტების ჩარიცხვა არსებული ფორმატით გაგრძელდება. ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება აბიტურიენტებს 3 უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე შეეძლებათ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი:

  1. საერთაშორისო ურთიერთობები;
  2. სამართალი;
  3. საერთაშორისო სამართალი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი:

  1. სამართალი.

საქართველოს უნივერსიტეტი:

  1. ბიზნეს ადმინისტრირება;
  2. ბიზნეს ადმინისტრირების ინგლისურენოვანი პროგრამა;
  3. ეკონომიკა.

უმაღლეს სასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ, რომ აღნიშნულ ჩამონათვალში ცვლილება დეკემბრის ბოლომდე შეიტანონ.

გაიგეთ მეტი: