მიმდინარე წლის აგვისტოში რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6 პროცენტით შემცირდა და 252 873 შეადგინა. ამავე პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან 79 044 ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 23 პროცენტით მეტია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, აგვისტოში ყველაზე მეტი 287 378 ვიზიტორი აზერბაიჯანიდან შემოვიდა, რაც წინა წელზე 16 პროცენტით მეტია.

გარდა ამისა ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა:

  • სომხეთიდან — 249 706 (+4 პროცენტი);
  • თურქეთიდან — 180 933 (+9 პროცენტი);
  • უკრაინიდან — 33 240 (+21 პროცენტი);
  • ისრაელიდან — 30 140 (+21 პროცენტი).