ქუცნაშვილს რუსეთის მონა დავუძახე, მისმა ცოლმა სახეში მთხლიშა — #სირცხვილიას აქტივისტი
#სირცხვილიას აქტივისტი, ირაკლი არეშიძე ამბობს, რომ ყოფილი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის ცოლმა მას სახეში დაარტყა. როგორც არეშიძე მთავარ არხთან ამბობს, რომ შემთხვევა გონიოს სასტუმროში მოხდა:
"გონიოში, სასტუმროში, სადაც ზაქარია ქუცნაშვილი თავის ცოლთან ერთად ისვენებდა ვეძახდი, რომ თქვენ ხართ გავრილოვის მონა, თქვენ გამო ადამიანები ციხეში არიან, ადამიანებს თვალები დაეთხარათ, თქვენ კიდევ აქ ისვენებთ და ა.შ. ის მეუბნებოდა, აბა, ჩამოდიო. მერე რომ ჩავედით, "ჩექ აუთი" იყო, მომვარდა მისი ცოლი, გამოექანა და მთხლიშა, მონა რატომ დამიძახეო".
აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილ წევრს, ზაქარია ქუცნაშვილს პარლამენტმა უფლებამოსილება 3 სექტემბერს შეუჩერა. ამ თხოვნით თავად დეპუტატმა მიმართა საკანონმდებლო უწყებას. მანამდე საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ზაქარია ქუცნაშვილის მანდატის შეჩერების საკითხი მისივე მოთხოვნის საფუძველზე 19 ივლისს განიხილა და დააკმაყოფილა.
ქუცნაშვილმა მანდატის დატოვების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც მისი ორგანიზებით გამართული ასამბლეის ფარგლებში რუსმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტის შენობაში პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა. ეს ფაქტი გააპროტესტა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. თავდაპირველად, უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა თქვა, რომ "სადღაც რუსს რომ დავინახავთ, არ უნდა გავნადგურდეთ", მოგვიანებით კი განმარტა, რომ "თუ საჭიროა, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებს". პროტესტის შემდეგ კონფერენცია შეწყდა.
პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით 20 ივნისს, 19 საათზე პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა, რომელიც ბოლოს წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალეს. ამ მოვლენების გასაპროტესტებლად და გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, აქცია #სირცხვილია თითქმის სამი თვეა გრძელდება.
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
კომენტარები