საცხოვრებლის უნებართვოდ დატოვების გამო ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს
ნიკა მელია მის მიმართ დაწესებული აკრძალვის "დემონსტრაციულად დარღვევის" გამო პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ საგამოძიებო უწყება განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, 10 სექტემბერს მელიამ საგამოძიებო ორგანოს უარის მიუხედავად, საცხოვრებელი ადგილი დატოვა და ტელეკომპანია კავკასიაში წავიდა.
პროკურატურის განცხადებით, ნიკა მელიას განუმარტავენ, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობის დარღვევას და განმეორების შემთხვევაში, მის მიმართ, შესაძლოა, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება გამოიყენონ.
"პირველი მომართვისთანავე, ნიკანორ მელიას პროკურატურისგან მიეცა თანხმობა გამოცხადებულიყო საქართველოს პარლამენტში და განეხორციელებინა სადეპუტატო უფლებამოსილება. გარდა ამისა, მას აქვს სრულყოფილი კომუნიკაცია მედიასთან საცხოვრებელი სახლიდან", — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
10 სექტემბერს ნიკა მელიამ ფეისბუქ ლაივში თქვა, რომ შეზღუდვის მიუხედავად ტელეკომპანია კავკასიაში მისვლას მაინც მივიდოდა. ნიკა მელიას თქმით, ინტერვიუს შესახებ მისმა ადვოკატმა აცნობა პროკურორს, პასუხად კი კატეგორიული უარი მიიღო.
"რა სისულელეს გააკეთებს ქართული ოცნება, წარმოდგენა არ მაქვს. ვერ ამიკრძალავს იმას, რისი აკრძალვის უფლება არ აქვთ. ვარ ისეთივე დეპუტატი, როგორიც დანარჩენი 149. თუ დღეს დავემორჩილები ივანიშვილის ამ იდიოტობას და არ წავალ ტელეკომპანია კავკასიაში, ხვალ შეიძლება მითხრან იგივე წარმატებით, რომ ერთი ოთახიდან მეორეში არ გავიდე", — თქვა მელიამ.
ნიკა მელია მისთვის 20 ივნისის ღამეს ჯგუფური ძალადობის საქმეზე ბრალის წაყენებისა და აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ პირველად მივიდა პარლამენტში.
ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა და სახლიდან გასვლისთვის პროკურატურის ნებართვა სჭირდება. მას ბრალი აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წაუყენეს.
-
-
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
კომენტარები