შესაძლოა HBO-ს Game of Thrones-ის პრიქველების რაოდენობა გაიზარდოს. როგორც გამოცემა Deadline იუწყება ტელეარხს კიდევ ერთი პრიქველის პილოტი უახლოვდება. ამჯერად ახალ სერიალში მოქმედება ჩვენთვის ნაცნობი მოვლენებიდან სამასი წლით ადრე, ტარგარიენების სახლში ვითარდება. დენერის ტარგარიენი, რომელსაც ემის ნომინანტი ემილია კლარკი თამაშობდა სამეფო კარის თამაშების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი იყო.

ტარგარიენების პრიქველის ავტორები ჯორჯ მარტინი და რაიან კონდალი იქნებიან. კონდალი USA Network-ის სამეცნიერო ფანტასტიკური სერიალის Colony-ის შემქმნელი და აღმასრულებელი პროდიუსერია. ახალი პრიქველი ჯორჯ მარტინის ნოველის Fire & Blood-ის ადაპტაცია იქნება, რომელიც შარშან გამოიცა და ტარგარიენთა გვარზე გვიყვება. HBO-ს 5 სავარაუდო იდეას ავითარებდა, რომელიც შესაძლოა პრიქველებად გვენახა. HBO-ს განცხადებით ორი მოსალოდნელი პრიქველიდან გამოსვლის თარიღი ჯერ არცერთს არ აქვს. თუ ტელეარხს ორივესთვის დამზადებული პილოტი მოეწონება, მხოლოდ მაშინ გადაიდგმება შემდეგი ნაბიჯები.

ამავე თემაზე:

Game of Thrones-ის პრიქველის გადაღებები უკვე დაიწყო.