დმანისში შუა ხნის კაცი მოკლეს. ამის შესახებ On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს. გარდაცვლილს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მკვლელობის მოტივი უცნობია.