მედლინ მუნი დათა პაპაზე: მადლობა სიმამაცისთვის, რომ მოვიდა და აგვიხსნა, რა ულმობელი და არაადამიანური პირობებია აქ
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი საოკუპაციო ხაზთან სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა. მუნმა გაიცნო მავთულხლართებს მიღმა მცხოვრები დავით ვანიშვილი, რომელიც საზოგადოებისთვის დათა პაპად არის ცნობილი.
დათა პაპამ მუნს ოკუპაციაში ცხოვრებასა და რუსი სამხედროების მუქარებზე უამბო. კითხვაზე, რა არის მთავარი, რაც პაპას სურს, რომ ნატოს ასამბლეის პრეზიდენტმა იცოდეს, ის პასუხობს, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილი მიწების დამუშავების უფლებას არ აძლევენ.
პირველი არხის ინფორმაციით, დათა პაპასთან საუბრის შემდეგ მუნმა საოკუპაციო რეჟიმს არაადამიანური უწოდა და აღნიშნა, რომ ამ პრობლემებს ფართო საზოგადოებას აცნობებს.
"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თავად მოვისმინეთ ამ ადამიანის საუბარი და მადლობას ვუხდით სიმამაცისთვის, რომ მოვიდა და აგვიხსნა ყველაფერი, ის სირთულეები, რის წინაშეც დგას, რა ულმობელი და არაადამიანური პირობებია აქ, სადაც ადამიანებს საკუთარი მიწები ჩამოართვეს...
მე გპირდებით, ჩვენ არ დავწერთ მხოლოდ ანგარიშს და ეს იქ არ დამთავრდება, არამედ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რომ აქ მიმდინარე პროცესები უფრო ფართო საზოგადოებისთვის გახდეს გასაგები. ეს პრობლემა, სირთულეები და სისასტიკე, ეს ყველაფერი არ არის მთავრობებს შორის, არამედ ის ადამიანები აწყდებიან, რომლებიც პატიოსნად, მშვიდად ცხოვრობენ", — განაცხადა მან.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
კომენტარები