პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მთავრობაში ვიცე-პრემიერები იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი იქნებიან. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარიამ მთავრობის პირველი სხდომა დღეს, 13 სექტემბერს გამართა. მან მინისტრებს დაავალა, სხდომის დასრულების შემდეგ ის მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც მთავრობის სხდომაზე განიხილავენ, მედიას გააცნონ. გარდა ამისა, მან ირაკლი ღარიბაშვილსა და ვახტანგ გომელაურს მინისტრთა კაბინეტში დაბრუნება მიულოცა.