აშშ-ში, ილნოისის შტატის ქალაქ გეილსბურგის პოლიცია 50 წლის მამაკაცს ეძებს, რომელმაც პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლების განაწესი დაარღვია.

პოლიცია ძებნილის ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც გამოსახული ძებნილი- ტოდ ბარიკი საოცრად ჰგავს სერიალი Breaking Bad-ის პერსონაჟ ვოლტერ ვაითს. ვიზუალური მსგავსების გარდა, ხალხისთვის სახალისო გახდა ის ფაქტიც, რომ ის თავის დროზე მეტამფეტამინის ფლობისთვის დააკავეს. ვოლტერ ვაითი კი, საკულტო სერიალის მიხედვით, ქიმიკოსია, რომელიც მეტამფეტამინს ამზადებს. ამ ყველაფრის შემდეგ, პოლიციის პოსტი პოპულარული გახდა, ხალხი კი კომენტარებში ვოლტერ ვაითის გიფებსა და მიმებს პოსტავს.