საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე ქართულ ოცნებასთან ან ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობას, ამ ეტაპზე, გამორიცხავს. ამის შესახებ მან TV პირველის გადაცემა რეაქციაში განაცხადა.

ხაზარაძე ამბობს, რომ ამ ორ სუბიექტს პოლიტიკური ველი მონოპოლიზებული აქვს და ამ ეტაპზე, მათი მოღვაწეობიდან გამომდინარე, კოალიციაში შესვლას არ განიხილავს.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ პროპორციული არჩევნების ფონზე ძალიან ბევრი პატარ-პატარა მოთამაშე გაჩნდება, რომელიც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ თუ ჩვენ დაგვაკლდა აი, ასეთ ადამიანებში მოვძებნოთ პარტნიორები", — თქვა ხაზარაძემ.

მან აქვე აღნიშნა, რომ 2020 წლის არჩევნებში მისი პარტიის წარმატებაში ეჭვი არ ეპარება.