მიხეილ კალანდია პატიმრობაში რჩება
ხორავას ქუჩის საქმეში ბრალდებული მიხეილ კალანდია მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. აღკვეთი ღონისძიების, პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა.
პროკურორის განცხადებით, მოსამართლემ მიიჩნია, რომ არსებობს მტკიცებულებების განადგურების რისკი და ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა ძალაში დარჩა.
დღევანდელ სხდომაზე ხორავაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე გამოიკითხა.
ვინ არის მიხეილ კალანდია
მიხეილ კალანდია 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილეა. კალანდიამ გამოძიებისა და სასამართლო პროცესის დროს ჩვენება არაერთხელ შეცვალა. მან პირველად თქვა, რომ ბრალდებულ არასრულწლოვნებს ჩხუბის დროს დანა არ ჰქონიათ. მომდევნო პროცესზე კი მოწმემ ჩვენების შეცვლა გასულ პროცესზე ბრალდებული მეგობრების დაცვის სურვილით ახსნა. კალანდიამ სასამართლოზე დეტალურად ისაუბრა, თუ ვის ეჭირა დანა, ვინ ურტყამდა დანას. მან ასევე თქვა, რომ თავად მოგვიანებით, რამდენიმე წამით შევიდა ფარდულში გასაშველებლად. კალანდიას მიერ შეცვლილი საბოლოო სცენარი, ემთხვევა პროკურატურის ვერსიას.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ცრუ ჩვენებისთვის მიხეილ კალანდიას სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს.
პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი რეკომენდაციით მიმართა, რომ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა კალანდია მიმართ, დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში თანამონაწილეობის საქმეზე.
2018 წლის ივნისში შსს-მ დააკავა მერაბ მორჩაძე, რომელიც საქმეში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის ნათესავია. უწყება მას მიხეილ კალანდიაზე ზეწოლას ედავებოდა. მორჩაძემ ბრალი აღიარა და ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
შსს-ში აცხადებდნენ, რომ მორჩაძე სასამართლოში ჩვენების შეცვლის მიზნით, გავლენა მოახდინა დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიაზე, რომელიც მკვლელობის ჩადენაში ამხელდა მერაბ მორჩაძის მეგობრის შვილს, ბრალდებულ გ.ჯ.-ს. მათივე თქმით, მერაბ მორჩაძე არაერთხელ შეხვდა ძმებ კალანდიებს, ბრალდებულ გ. ჯ.-ს სასარგებლოდ ჩვენების შეცვლის მიზნით, გადასცა მათ გარკვეული თანხა.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები