როგორ მოქმედებს ქალაქის ცხოვრება შენს ჯანმრთელობასა და ბედნიერებაზე
ურბანულ დაბინძურებასა და რესპირატორულ დაავადებებს შორის საგანგაშო კავშირი ქალაქის ჰაერის აუცილებელი გაწმენდისკენ მოგვიწოდებს. თუმცა, დაბინძურებული ჰაერის გავლენა ჩვენს ფილტვებზე მხოლოდ ერთი მიზეზია, რატომაც ქალაქის ცხოვრება უნდა გვაწუხებდეს.
ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალაქის ჰაერის დაბინძურების დონე იგივე იყო, როგორიც 29 წლის განმავლობაში ყოველდღიურად 1 კოლოფი სიგარეტის მოწევისას იქნებოდა. მაშინ, როდესაც დაბინძურებული ჰაერის გავლენა ჩვენს ფილტვებზე უდავოდ შემაშფოთებელია, ასევე უნდა ვიცოდეთ, რა ემართებათ დანარჩენ ორგანოებს, როდესაც ამ ჰაერს ვსუნთქავთ.
ახალმა კვლევამ აშშ-ს ქალაქებში მცხოვრებ 7000 მოზარდში ოზონის გრუნტის დონის ზემოქმედება გამოიკვლია. შესწავლილ რეგიონებში ოზონის დონე საშუალოდ 10-25 წილი იყო ერთ მილიარდ ოზონზე, მაშინ, როცა თუ ჰაერში ოზონის დონე მილიარდში 3 წილზე მეტია, მისი შედეგი ყოველდღიურად დამატებითი კოლოფი სიგარეტის მოწევას უტოლდება. ასე რომ, დაბინძურებული უბნიდან შედარებით სუფთა ქალაქში გადასვლის შემთხვევაშიც ემფიზემის მსგავსი რესპრატორული დაავადებების გავრცელების რისკი კვლავაც მაღალია. ემფიზემა ძირითადად მწეველ ადამიანებს ემართებათ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ურბანური დაბინძურების დონეს ახლა "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გადაუდებელ მდგომარეობას" უწოდებს, რადგან მოსახლეობის 91% ისეთ ადგილებში ცხოვრობს, სადაც ჰაერის დაბინძურება დაშვებულ ნორმას ბევრად აღემატება. ზუსტად ამ მომენტში, მსოფლიოს მოსახლეობის 55% ქალაქებში ცხოვრობს. გაეროს შეფასებით, ეს მაჩვენებელი 2050 წლისთვის 68%-მდე გაიზრდება. თუ ახლა ურბანული ცხოვრება სერიოზულ საზრუნავს აჩენს ჩვენი ჯანმრთელობის, გონებრივი კეთილდღეობისა და მსოფლმხედველობითვის, დროის მსვლელობასთან ერთად ეს საკითხი კიდევ უფრო პრობლემატური იქნება.
ფსიქიკური ჯანმრთელობა
ბოლო 35 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევების უმეტესობა აჩვენებს, რომ ფსიქიატრიული აშლილობების შემთხვევები ქალაქებში მცხოვრებ ადამიანებში მნიშვნელოვნად მაღალია. კერძოდ, ქალაქში მცხოვრებნი განწყობის დარღვევისა და შფოთვის არაპროპორციულად მაღალი მაჩვენებლით იტანჯებიან.
მათი მონაცემებისგან განსხვავებით, კესლერის ფსიქოლოგიური აშლილობის შკალაზე იმ ადამიანების მაჩვენებელი, რომლებსაც სახლიდან ზღვის ხედი აქვთ, ერთი მესამედით მცირეა. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ლურჯი სივრცის ხილვადობის 20-დან 30-%-იანმა ზრდამ შეიძლება მათი ფსიქიკური მდგომარეობა ბევრად შეამსუბუქოს.
განათლება
ალბათ, ერთ-ერთი გასაკვირი შედეგი, რაც ქალაქის ცხოვრებას მოაქვს არის ის, რომ ნაკლებად ჭკვიანებს გვხდის. გამოცდების შედეგების შედარება ჰაერის დაბინძურების დონესთან აჩვენებს, რომ როდესაც ჰაერის დაბინძურება ყველაზე მაღალია, სტუდენტების გამოცდაზე მიღებული შედეგებიც უფრო უარესია. როდესაც სხვა დღეებში იმავე ქალაქებში იმავე გამოცდების ჩაბარების შედეგები ამ დღეებში ჰაერის დაბინძურების დონეს შეადარეს, აღმოჩნდა, რომ დაბინძურების დონის მცირე განსხვავებასაც კი მოქმედებს საგანმანათლებლო შედეგებზე.
ეს შედეგები მომავალში კიდევ უფრო ნათელი ხდება. ისრაელში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ უფროსკლასელების გამოსაშვები გამოცდების დღეს, ჰაერის დაბინძურების მაღალმა დონემ ზრდასრულ ასაკში მათ შემოსავალზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.
წონა
ჰაერის დაბინძურება ჭარბ წონასთანაცაა დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი მექანიზმი ჯერ კიდევ გაურკვეველია, ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დაბინძურება სხეულის მეტაბოლიზმს ცვლის. ეს, ალბათ, ჰაერის დაბინძურებული ნაწილაკების ფილტვებში მოხვედრის შედეგია, რაც საპასუხოდ ფილტვების ანთებას იწვევს. ამ დროს გამოთავისუფლებულ ჰორმონებს ინსულინის ეფექტურობის შემცირება და სისხლში შაქრის დონის ზრდის გამოწვევა შეუძლიათ. ორგანიზმის ამ საპასუხო რეაქციის მიზანია დარწმუნდეს, რომ სტრესული სიტუაციებისთვის საკმარისი ენერგიის მარაგი გვაქვს. მაგრამ თუ ჩვენ ჰაერის დაბინძურებით გამოწვეულ მუდმივ სტრესს განვიცდით, მაშინ მან შეიძლება შაქრის გადამუშავების გრძელვადიან ეფექტზე იქონიოს გავლენა, რაც დიაბეტისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.
კანადაში 62000 მოქალაქეზე ჩატარებული მასშტაბური კვლევა ამას ადასტურებს. ამ შემთხვევაში, დიაბეტის განვითარების რისკი ყოველ კუბურ მეტრ ჰაერზე 11%-ით იზრდება.
რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენი ქალაქების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?
მწვანე სივრცეების მცირე რაოდენობას დიდი ცვილებების მოხდენა შეუძლია, განსაკუთრებით მცირეშემოსავლიანი ადამიანებისთვის. სუფთა ჰაერის სუნთქვა ქალაქებს საცხოვრებლად უფრო მიმზიდველს ხდის. გადატვირთული ქალაქებისგან თავდასაღწევი ადგილების შექმნას ადამიანების ფსიქოლოგიური კეთილდღეობის გაუმჯობესება შეუძლია.
პეკინში დაახლოებით 7 მეტრი სიმაღლის "სმოგისაგან თავისუფალი ცათამბჯენი" აშენდა, რათა ფეხბურთის მოედნის ზომის არეალში ჰაერი გაწმინდოს. სტრუქტურა გიგანტურ სკას წააგავს. ელექტრული მუხტები ჰაერის დაბინძურებულ ნაწილაკებს თავისკენ მიიზიდავს, რის შემდეგაც უარყოფითად დამუხტული მტვრის მოსაშორებელი ფირფიტები მათ "მახეში გააბამენ".
მექსიკაში გიგანტური ფიჭას მსგავსი სტრუქტურა მანუელ გონსალესის სახელობის საავადმყოფოს შენობის გვერდს ამშვენებს. ეს სტრუქტურა მანქანის კატალიზატორის მსგავსად მუშაობს. ეს კატალიზატორული საფარი სახიფათო აზოტის დიოქსიდზე რეაგირებს და მას უვნებელ მარილად გარდაქმნის. მისი შემქმნელების მტკიცებით, მას დღეში 1000 მანქანის გამონაბოლქვის ეკვივალენტის გაუნებელყოფება შეუძლია.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
კომენტარები