10 კერძი, რომელიც საბერძნეთში მოგზაურობისას უნდა გასინჯოთ
ბერძნებს მდიდარ კულტურასთან ერთად, საკმაოდ მდიდარი სამზარეულოც აქვთ. თუ საბერძნეთში მოგზაურობას აპირებ, საკმაოდ საინტერესო გასტრონომიულ სიას შემოგთავაზებ, რომელიც მოშიებულს დროსაც დაგაზოგინებს და საკვების შეკვეთისას მოსალოდნელ უხერხულობასაც თავიდან აგაცილებს.
ყველისა და ისპანახის ღვეზელი: სპანაკოპიტა
თქვენ, შესაძლოა, ბავშვობაში ისპანახი გეზიზღებოდათ, თუმცა სპანაკოპიტას დამსახურებით ბერძენი ბავშვებისთვის ეს ალბათ წარმოუდგენელია. ყველის და ისპანახის ღვეზელი საბერძნეთში ნაციონალური დელიკატესია, რომელიც სასარგებლო ბოსტნეულს, რომელსაც ადრე შეიძლება გაძალებდნენ, ახლა თქვენთვის სასურველს გახდის.
სპანაკოპიტას მთავარი ინგრედიენტებია: ისპანახი, ყველი, ხახვი, კვერცხი და კამა. მომზადებული მასა კი ფენოვან ცომში ცხვება. შედეგად, ერთ-ერთ საუკეთესო ღვეზელს ვღებულობთ.
სუვლაკი და გირო
ყველაზე ცნობილი ბერძნული კერძი ცეცხლზე ნელა მომზადებული ხორცია, რომელიც შეიძლება ცხვრის, ღორის, ან ქათმის იყოს. ცეცხლზე შემწვარი ხორცი სტუმრამდე სუვლაკის, ან გიროს სახით მიდის. ამ ორს შორის განსხვავება მხოლოდ ნამდვილმა ბერძნებმა იციან!
ანიტა ჰენდრიეკას თქმით, სუვლაკი გიროსგან იმით განსხვავდება, რომ ხორცი ცალკეა, სალათი და ბრტყელი პური კი მას თან ახლავს. გიროს შემთხვევაში, ეს ყველაფერი პურში ერთად არის მოქცეული, ხანდახან, შესაძლოა, ასეთ მიქსში კარტოფილი ფრიც იყოს დამატებული.
ბერძნული ხორცის ბურთები: კეფთეზესი
ბერძნები ხორცის ნამდვილი ოსტატები არიან. ერთ-ერთი პოპულარული კერძი, რომელიც საბერძნეთში აუცილებლად უნდა გასინჯოთ კეფთეზესია. ბურთულები ძირითადად აპეტაიზერის ფუნქციას ასრულებს ხოლმე, თუმცა, შესაძლოა, მთავარი კერძიც იყოს, თუ სალათითა და ბრინჯით მოგართმევენ.
ტრადიციულად ხორცის ბურთულებს ადუღებულ ზეთში წვავენ. მიირთმევენ მარილით, წიწაკით,ხახვით, ყველით, პიტნითა და ოხრახუშით შეკმაზულს. თუ ხორცის მოყვარული ხართ შეუძლებელია, ამ კერძმა იმედები გაგიცრუოთ.
ბერძნული სალათი: ჰორიატიკი
ბერძნული სალათი, რომელსაც ადგილობრივები ჰორიატიკის უწოდებენ თითქმის ყველგან უყვართ, მისი მირთმევა კი მსოფლიოს მასშტაბით ალიან ბევრგან შეგიძლიათ. თუმცა ყველაზე ავთენტურ ვერსიას, რა თქმა უნდა, საბერძნეთში გასინჯავთ.
ბერძნებს ამ სალათის რამდენიმე ვარიაცია აქვთ, თუმცა ძირითადად ყველა ერთმანეთს ჰგავს. მთავარი რეცეპტის შემადგენლობა კი ასე გამოიყურება: პომიდორი, ყველი ფეტა, ზეთისხილი, კიტრი, ხახვი და ზეითუნის ზეთი. ასევე, შესაძლოა, დაამატონ პატარა ორცხობილები ან წიწაკა. ამ სალათის მისართმევად იდეალური დრო ზაფხულია, როდესაც ყველა ინგრედიენტის სეზონი და იდეალური დროა.
ტოლმა ვაზის ფოთოლში
ასეთი ტოლმა საბერძნეთში საწყის კერძად იოგურტთან ერთად მოაქვთ ხოლმე. ვაზის ფოთოლი ბრინჯით, ხორცითა და მწვანილითაა სავსე. ტოლმა, შესაძლოა, სხვა სახითაც შემოგხვდეთ, მაგალითად, პომიდორში, წიწაკაში, კომბოსტოში, ან სულაც კალმარში.
შემწვარი ყველის ბურთულები: ტიროკროკეტეს
როგორც უკვე ვთქვით, ბერძნები ხორცის ოსტატები არიან, თუმცა როდესაც საქმე ყველს ეხება, აქაც რაღაც განსაკუთრებულ ძალებს ვაწყდებით. ყველამ იცის, რომ საბერძნეთში უგემრიელესი ფეტას მირთმევაა შესაძლებელი, თუმცა ძალიან ცოტას სმენია ყველის კერძების შესახებ. ერთ-ერთი ასეთი ტიროკროკეტესია.
ადუღებულ ზეთში შემწვარი ყველის ბურთულები... გაგრძელება საჭიროა? ეს კერძი საბერძნეთში ყოფნისას ერთხელ მაინც უნდა გასინჯოთ
პურის რგოლები: კოულოური
საბერძნეთში ბრტყელი პური საკმაოდ ბევრგან გხვდებათ, თუმცა არსებობს პურის განსხვავებული სახეობაც, რომელსაც კოულოური ჰქვია. ათენსა და სალონიკში საკმაოდ პოპულარულია, ხშირად შეამჩნევთ სამსახურში მიმავალ ადგილობრივებს, რომლებიც გზაში მრგვალ პურს მიირთმევენ.
კოულოური მრგვალი, რბილი პურია, რომელსაც სეზამის მარცვლები აქვს მოყრილი. იდეალურია ყავასთან ერთად, ან საუზმეზე.
დესერტი: ლოუკოუმადეს
ბერძნული დესერტები ძირითადად მდიდარი გემოთი გამოირჩევა. ხშირად სიროფით და თხილით შეგხვდებათ და უფრო გემრიელია, თუ მიღებულ კალორიებს არ ითვლით. საბერძნეთში ყოფნისას მხოლოდ ერთი დესერტის გასინჯვის უფლება რომ გქონდეთ, ლოუკოყმადეს გირჩევდით. ეს დონატის მსგავსი ნამცხვარია, თაფლის სიროფით. ხანდახან, შესაძლოა, დარიჩინითაც შეხვდეთ, ან თავზე მოხეხილი თხილით.
ადგილობრივების საყვარელი კერძი: მოუსაკა
ბერძნების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კერძი ლაზანიას მსგავსი მოუსაკაა, რომელსაც საბერძნეთის სასადილოებსა და ოჯახურ შეკრებებზე იოლად იპოვით. მოუსაკა ფენებად დალაგებული ფარში, ბადრიჯანი და ბეშამელის სოუსია. გემო საკმაოდ მდიდარი აქვს, დამატებით საწებლის, საკმაზის, ან რამე მსგავსის დამატება არ დაგჭირდებათ. ყველაფერთან ერთად კი ერთი ცუდი თვისება აქვს, შესაძლოა დამოკიდებული გახდეთ და ეს კერძი რამდენჯერმე ზედიზედ შეუკვეთოთ.
ბერძნული ლაზანია: პასტიციო
კიდევ ერთი ბერძნული კერძი, რომელიც ლაზანიას მოუსაკაზე უფრო მეტად ჰგავს პასტიციოა. ეს კერძი გამოცხვარი მაკარონისაგან და სტანდარტული იტალიური ინგრედიენტებისგან შედგება: საქონლის ფარში და ბეშამელის სოუსი. საბერძნეთში პასტიციო, შესაძლოა, მწვანე სალათთან ერთად მოგართვან. პასტიციოში ყველაზე ხშირად პენეს, ან ზიტის იყენებენ ხოლმე.
გაინტერესებს, სად უნდა იპოვო ყველზე იაფი ავიაბილეთები? Aviabiletebi.org სწორედ ამისთვის შექმნილი პლატფორმაა. მისი აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ისე iOS სისტემისთვის საშუალებას გაძლევთ, ბილეთების გარდა, ერთ სივრცეში მოძებნოთ სასტუმროებიც, ჰოსტელებიც და Airbnb-ის ბინებიც.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები