რატომ უნდა აიცრათ შენ (და შენი შვილი) წითელაზე
წითელას სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს — იგი ვაქცინით მართვადი დაავადებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროფილაქტიკის ერთადერთი საშუალება დაავადების წინააღმდეგ ვაქცინაციაა.
16 სექტემბერს სკოლებში სასწავლო პროცესი იწყება. ეს თარიღი მნიშვნელოვანი არამხოლოდ პირველკლასელებისთვის არის — მშობლებმა აუცილებლად უნდა გადაამოწმონ თავიანთი შვილების აცრის კალენდარი. პირველკლასელი წითელაზე უკვე ორჯერ უნდა იყოს აცრილი: პირველად 1 წლის ასაკში, ხოლო მეორედ — 5 წლის ასაკში. თუ პატარა წითელაზე 2-ჯერ არ არის აცრილი, მშობლებმა დროულად უნდა მიმართონ შესაბამის პოლიკლინიკებს ვაქცინაციისთვის.
რა არის წითელა?
წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა და ის ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. ვირუსი თავდაპირველად სასუნთქ გზებს აინფიცირებს, შემდეგ კი მთელ სხეულში ვრცელდება. ხველების და ცემინების დროს ვირუსი იფრქვევა და ჰაერში ვრცელდება, რაც იწვევს ირგვლივ მყოფთა დაინფიცირებას. წითელა ბავშვთა ასაკის ინფექციურ დაავადებად ითვლება, თუმცა ბოლო წლებში, შეინიშნება უფროსი ასაკის ბავშვებისა და მოზრდილების დაინფიცირების ტენდენცია.
ამ ვირუსულ ინფექციას ინკუბაციური პერიოდი აქვს, რაც გულისხმობს, რომ ინფიცირების მომენტიდან პირველი სიმპტომების გამოვლენამდე 7-18 დღე (ჩვეულებრივ, 10-12 დღე) უნდა გავიდეს. მაქსიმალურ ინკუბაციურ პერიოდად 21 დღე ითვლება.
რა სიმპტომები აქვს წითელას?
წითელას ტიპიური შემთხვევა იწყება მწვავედ.
პაციენტს აღენიშნება ტემპერატურის მომატება, რომელსაც თან ახლავს: ხველა, რინიტი, კონიუქტივიტი. სიმპტომების დაწყებიდან დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ პირის ღრუში შეიძლება გაჩნდეს წვრილი, თეთრი გამონაყარი. 5-6 დღის შემდეგ კი ავადმყოფის სხეულზე ჩნდება გამონაყარი.
თავდაპირველად გამონაყარი ჩნდება სახეზე (შუბლზე), რომელიც შემდეგ ვრცელდება მთელ სხეულზე, ზევიდან ქვევით (კისერი, გულ-მკერდი, მუცელი, ხელები, ფეხები, ტერფები). რამდენიმე დღეში ტემპერატურა დაბლა იწევს და გამონაყარი თანდათან ქრება. წითელამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები: ენცეფალიტი, პნევმონია, დიარეა, ოტიტი და სხვა.
კლინიკური დიაგნოზი აუცილებლად დადასტურებული უნდა იყოს ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე!
ვინ შეიძლება დაავადდეს წითელათი?
წითელას ახასიათებს თითქმის 100%-იანი კონტაგიოზურობა (გადამდებლობა). ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი იმუნიტეტის არმქონე პირი, დიდი ალბათობით დაავადდება. ინფიცირებულები გადამდებად ითვლებიან გამონაყარის დაწყებამდე 4 დღის და გამონაყარის დაწყებიდან 4 დღის განმავლობაში.
წითელას მიმღებლობა ასევე ძალიან მაღალია:
- 24 საათიანი კონტაქტის პერიოდში ავადდება ინფექციის მიმღები კონტიგენტის 40%;
- 48 საათიანი კონტაქტის პერიოდში — 60%;
- 72 საათიანი კონტაქტის პერიოდში — 80%.
როგორ მკურნალობენ წითელას?
წითელას სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს — იგი ვაქცინით მართვადი დაავადებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროფილაქტიკის ერთადერთი საშუალება დაავადების წინააღმდეგ ვაქცინაციაა.
სრულყოფილი ვაქცინაციის ან დაავადების გადატანის შემდგომ ყალიბდება მყარი იმუნიტეტი!
მოსახლეობის 95% უნდა იყოს წითელაზე აცრილი, რათა შემცირდეს ავადობა და დაავადება სრულად აღმოიფხვრას.
პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით წითელას იმუნიზაცია ტარდება 2 დოზით: პირველი ვაქცინაცია 1 წლის ასაკში და მეორე ვაქცინაცია 5 წლის ასაკში
წითელას სტატისტიკა საქართველოში
1963 წლამდე ანუ ვაქცინის აღმოჩენამდე და მოსახლეობის მასიურ ვაქცინაციამდე წითელას ფართომასშტაბიანი ეპიდემიები თავს ყოველ რამდენიმე წელიწადში იჩენდა. აშშ-ში ყოველწლიურად წითელათი 3-4 მილიონი ადამიანი ავადდებოდა. საქართველოში წითელას საწინააღმდეგო აცრები 1968 წლიდან დაიწყო.
ადვილად ხელმისაწვდომი ვაქცინის არსებობის მიუხედავად 2017 წელს წითელათი 110 000 ადამიანი მაინც დაიღუპა — უმეტესობა მათგანი განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები 5 წლამდე ასაკის ბავშვები იყვნენ. აქტიურმა იმუნიზაციამ წითელათი გამოწვეული სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად შეამცირა. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ 2000-2017 წლების პერიოდში წითელას ვაქცინაციამ დაღუპვას 21,1 მილიონი ადამიანი გადაარჩინა.
საქართველოში იმუნიზაციის ეროვნულ კალენდარში წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინა (წწყ) 2004 წლიდან დაინერგა. ბოლო პერიოდის წითელას ეპიდაფეთქებებს ორი ძირითადი მიზეზი აქვს:
- 1990-იან წლებში ქვეყანაში იმუნიზაციის სუსტი პროგრამა გვქონდა. ამი გამო არასრულად აცრილი ადამიანები უკვე მოზრდილ ასაკში დაავადდნენ.
- ბავშვების საკმარის რაოდენობას არ ვცრით.
სწორედ ამით აიხსნება 2004-2005 წლებში წითელას შემთხვევების მატება, როდესაც დაავადების 8391 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადება უპირატესად უფროსი ასაკის ბავშვებსა და ახალგაზრდებში გავრცელდა, რის შედეგადაც 9 ადამიანი გარდაიცვალა.
2008 წელს წითელას აცრების მასობრივი კამპანიის ფარგლებში აიცრა 6-27 წლის ასაკის ნახევარ მილიონამდე ადამიანი. სავალდებულო რაოდენობა 1 მილიონ ადამიანს შეადგენდა.
წითელას შემდეგი დიდი აფეთქება 2013-2015 წლებში იყო. მაშინ 11 ათასზე მეტი ადამიანი დაავადდა. აღნიშნული აფეთქებისას ლეტალურად დასრულდა 4 შემთხვევა. გატარებული ღონისძიებების შედეგად წითელას გავრცელება შემცირდა და 2016 წლისათვის მხოლოდ 14 შემთხვევა დაფიქსირდა.
2017 წლის ბოლოდან კვლავ იმატა წითელას გავრცელების ინტენსივობამ.
დროული ჩარევის შედეგად ტემპის დროებითი შენელება 2018 წლის შუა პერიოდისთვის მოხერხდა.
2018 წლის დასასრულიდან წითელას გავრცელება კვლავ ინტენსიური გახდა და ამჟამად, სახეზე გვაქვს ფართო გავრცელების ეპიდაფეთქება, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს სრულმასშტაბიან ეპიდემიაში, საერთაშორისო გავრცელების რეალური რისკით.
სწორედ ამიტომ, საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან გეგმიური აცრები სავალდებულო გახდა. შესაბამისი კანონის ინიციატორების მხრიდან, ყურადღება ასევე გამახვილებული იყო ვაქცინაციის შესახებ საზოგადოების უნდობლობასა და არასათანადო ცოდნაზე, რაც ეფექტური პრევენციის ხელშემშლელი ფაქტორია.
2019 წლის განვლილ პერიოდში უკვე დაავადდა 300-ზე მეტი ადამიანი. დაინფიცირებულთა 53%-ზე მეტი 20-40 წლის ასაკშია და დაავადებულთა 58%-ზე მეტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. შემთხვევები ძირითადად კონცენტრირებულია იმერეთში, სამეგრელოსა და კახეთში.
მოცემულ მომენტში ქვეყანაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული, მაღალი ხარისხის, მაღალეფექტური და უსაფრთხო წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინის ადეკვატური მარაგია.
გახსოვდეთ:
-
წითელა განსაკუთრებით საშიშია ორსულობის დროს!
-
წითელასგან დაცვის ერთადერთი საშუალება ვაქცინაციაა!
-
წითელაზე აცრა ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა!
ამავე თემაზე:
- პასუხები აცრების მოწინააღმდეგეების 6 მთავარ არგუმენტზე
- ვაქცინაციაზე კანონის გამკაცრებამ საფრანგეთსა და იტალიაში დადებითი შედეგი გამოიღო
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები