BIAFF 2019 — ბათუმის კინოფესტივალის საპატიო სტუმრები და მასტერკლასების პროგრამა
BIAFF — ბათუმის საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალი 2019 წლის 15-22 სექტემბერს გაიმართება. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი არგანი, ოფიციალური პარტნიორი კი ბათუმის მერია.
BIAFF კინოფესტივალი ყოველწლიურად ძალიან საინტერესო კინოპროგრამას წარუდგენს მაყურებელს, როგორც საკონკურსო, ისე არასაკონკურსო სექციებში. ფესტივალს, ასევე, ყველა წელს მრავალი მნიშვნველოვანი სტუმარი სტუმრობს: ცნობილი რეჟისორები, პროდიუსერები, მსახიობები და ა.შ.
წელს ბათუმის კინოფესტივალს რამდენიმე საპატიო სტუმარი ეყოლება, რომელთა შორის შეიძლება გამოვყოთ:
- პოლ შრედერი (Paul Schrader) — ცნობილი ამერიკელი სცენარისტი და რეჟისორი. ის მუშაობდა მარტინ სკორსეზესთან და არის ისეთი ცნობილი ფილმების სცენარისტი, როგორიცაა — ტაქსის მძღოლი, ცოფიანი ხარები, ქრისტეს უკანასკნელი ვნებანი და ა.შ.
- დენის ლავანი (Denis Lavant) — ცნობილი ფრანგი მსახიობი, თანამედროვე ფრანგული კინოს მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. შესრულებული აქვს მრავალი საინტერესო როლი მათ შორის ცნობილი ფრანგი რეჟისორის ლეო კარაქსის ფილმებში;
- ქშიშტოფ ზანუსი (Krzysztof Zanussi) — ცნობილი პოლონელი რეჟისორი. ზანუსის ფილმებს მიღებული აქვთ უამრავი პრიზი მრავალ ცნობილ კინოფესტივალზე, მათ შორის კანში, ლოკარნოში, როტერდამი, ვენეციაში, მონრეალში, ტოკიოში, ჩიკაგოში და და ა.შ.
- ალექსანდრე მინდაძე (Alexander Mindadze) — სცენარისტი და რეჟისორი (რუსეთი). მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალის (ვენეცია, ბერლინალე და ა.შ.) ჯილდოს მფლობელი;
- ტატიანა დეტლოფოსონი (Tatiana Detlofson) — ფესტივალების და კინოფილმების პრომოუშენის ექსპერტი ამერიკიდან. ტატიანა კოორდინაციას უწევდა კინოფილმის ოსკარზე და ოქროს გლობუსზე ნომინირებული მრავალი უცხოენოვანი ფილმის პრომოუშენს. მათ შორის ქართლი ფილმების — მანდარინები (ზაზა ურუშაძე), საშიში დედა (ანა ურუშაძე), სხვისი სახლი (რუსუდან გლურჯიძე);
- გეილი ანე ჰურდი (Gale Anne Hurd) - ჰოლივუდის ერთ-ერთი გავლენიანი და ცნობილი პროდიუსერი. იყო პროდიუსერი ფილმებისა — The Terminator, The Walking Dead, Armageddon, Aliens და ა.შ.).
კინოფესტივალზე, ასევე, წარმოდგენილი იქნება პროგრამის მონაწილე უცხოელი და ქართველი რეჟისორები. კინოფესტივალზე დაგეგმილია შემდეგი მასტერკლასები და შეხვედრები.
16 სექტემბერი — სასტუმრო "WYNDHAM Batumi"
- 12:30 — 14:00 — პოლ შრედერი (აშშ) - მასტერკლასი;
- 16:00 — 17:00 — დენის ლავანი (საფრანგეთი), ვეიტ ჰელმერი (გერმანია) - პრესკონფერენცია;
- 17:00 — 18:30 — ქშიშტოფ ზანუსი (პოლონეთი) — მასტერკლასი.
19 სექტემბერი — სასტუმრო "WYNDHAM Batumi"
- 13:00 — 14:00 — ალექსანდრე მინდაძე (რუსეთი) — მასტერკლასი.
19 სექტემბერი — სასტუმრო "RADISSON BLUE Batumi"
16:00 — 17:30 — WIFT-Caucasus პანელი — "წარმატების ფორმულა". საპატიო სტუმარი — გეილი ანე ჰურდი, აშშ (პროდიუსერი ფილმებისა — The Terminator, The Walking Dead, Armageddon, Aliens და ა.შ.).
20 სექტემბერი — სასტუმრო "WYNDHAM Batumi"
12:30 — 13:30 — "CREATIVE EUROPE-ის პროგრამის შესაძლებლობები მხატვრული ფილმებისთვის" - დიანა მაღლაკელიძე, ქეთი შენგელია (შემოქმედებითი ევროპის დესკი საქართველოში);
16:00 — 17:30 — "როგორ ვაწარმოოთ ფილმის პრომოუშენი ოსკარის და ოქროს გლობუსის დაჯილდოების ნომინაციისთვის - ტატიანა დეტლოფსონი, აშშ (ფესტივალების და კინოფილმების პრომოუშენის ექსპერტი).
20 სექტემბერი — სასტუმრო "WYNDHAM Batumi"
- 15:00 — 15:40 — პრესკონფერენცია/შეხვედრა — მოკლემეტრაჟიანი ფილმების ქართველ რეჟისორებთან;
- 16:00 — 17:30 — "ახალი ქართული კინოსკოლის" პრეზენტაცია — შეხვედრა გელა ბაბლუანთან.
BIAFF ფესტივალის კინოჩვენებების ლოკაციები: კინოთეატრი აპოლო, სასტუმრო Wyndham კონფერენს დარბაზი, კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ ერას მოედანზე.
კინოფესტივალზე დასწრება: კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. კინოთეატრ აპოლოში ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა — ე.წ. უფასო ბილეთების აღება (რაც დაჯავშნის და კონტროლისთვის გამოიყენება) კინოთეატრში BIAFF ინფო ცენტრში.
კინოფესტივალზე აკრედიატაცია (მედია / ინდუსტრია): სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ აკრედიტაციაზე მოგვმართონ ფესტივალის საიტზე რეგისტრაციის მეშვეობით.
კინოფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის, განათლების, სპორტის და მეცნიერების სამინისტრო; საქართველოს ეროვნული კინოცენტრი; აჭარის კულტურის სამინისტრო; აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი; საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო; ბათუმის დრამატული თეატრი; ბრიტანეთის საბჭო; გოეთეს ინსტიტუტი; იტალიის საელჩო.
კინოფესტივალის სპონსორები: სასტუმრო WYNDHAM BATUMI, კინოთეატრი აპოლო, სასტუმრო რჩეული ვილა, სასტუმრო Mardi Plaza, სასტუმრო Downtown Hotel, სასტუმრო Boulevard Hotel, ტურკომპანია ვანდერლენდი, შპს ბათუმის ავტოტრანსპორტი, კაფე გარდენს, შპს Legal Consulting Center.
კინოფესტივალის მედია პარტნიორები: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია, რადიო ფორტუნა, ბათუმი ტვ, ონლაინ მედიები: ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), გადაცემა კიმონო, On.ge, Cinemania, netgazeti.ge, AT.GE, Film New Europe (www.filmneweurope.com), Cineuropa.org, გაზეთი ბათუმელები.
კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის და სოც. მედიის საიტებიდან: biaff.org; fb.com/biaffbatumi.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: [email protected], პრესაკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ: [email protected]; ტელ: 599 482 181; 593 998 272
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები