დეიზი-მეი დემიტერი პირველი მოდელია, რომელსაც ორივე ფეხზე პროთეზი აქვს და ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე გამოვიდა.

9 წლის გოგო, რომელსაც წარსულში ორივე ფეხი მოკვეთეს, ინგლისის ქალაქ ბირმინგემიდანაა და ის მოდის ბრენდმა, Lulu et Gigi Couture, შეარჩია შოუსთვის. როგორც დეიზის მამა, ალექს დემიტერი ამბობს, გოგონას სურდა სხვა ამპუტირებული კიდურების მქონე ახალგაზრდებისთვის მაგალითი მიეცა:

"შოუს შემდეგ ის საოცრად გრძნობდა თავს და საკუთარი თავით ამაყობდა".

დეიზი ფიბულარული ჰემიმელიით დაიბადა, რაც მცირე წვივის განვითარების შეფერხებას და ძვლების არქონას ნიშნავს, სწორედ ამიტომ მოკვეთეს მას ფეხები.

თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია ისეთ ბრენდებთან ემუშავა, როგორიცაა Nike, Boden და Matalan. ქალაქ ბირმინგემში გამართულ მამაცი ბავშვების პრაიდზე კი მას მთავარი ჯილდო გადასცეს.

როგორც გოგონას მამა ამბობს, მოდელობა ბავშვების ცხოვრებაში მთავარი გამოწვევა არაა, თუმცა ეს ჰობი დეიზის სახეზე მუდამ ღიმილს ტოვებს.