სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, რომელშიც მცირეწლოვანი ბავშვი, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას ეწევა გამოძიება დაიწყო. ვიდეოში ისმის კაცის ხმა, რომელიც ბავშვს მოწევას ასწავლის. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ეს პირი 15 წლისაა და ის ბავშვის ძმაა.

უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 272-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის ნარკოტიკების მოხმარებაზე დაყოლიებას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.