სვეტისგან დაზარალებულ 2 500-მდე ოჯახს ბინას m² აუშენებს
სამშენებლო კომპანია სვეტის მიერ დაზარალებულ 2 500-მდე ოჯახს ბინებს m² აუშენებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ m²-თან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის გაფორმებისას განაცხადა.
მემორანდუმის მიხედვით, კომპანია სვეტის მიერ დაზარალებული 2 500-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება მას შემდეგ, რაც m² გადაიბარებს სვეტის ნაკისრ ვალდებულებებს და დაასრულებს ყველა დაუმთავრებელ მშენებლობას.
აღნიშნული მემორანდუმით მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ მაქსიმალურად შეუწყონ ხელი დაზარალებულთა დაკმაყოფილების პროცესს.
კომპანია m² კომპანია სვეტის სამ შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს. ესენია, მირცხულავას ქუჩის 9-11-ში, ნუცუბიძის ქუჩის 125 ა-სა და ჭყონდიდელის ქუჩის #22-ში დაგეგმილი მშენებლობები. სამივე პროექტი 30 საცხოვრებელ ბლოკს აერთიანებს.
ამ ეტაპზე, დასრულებულია მერიისა და m² ის მიერ ინიცირებული მრავალმხრივი მოლაპარაკებები და გაფორმებულია ხელშეკრულებები სვეტის კომპანიებთან და მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებთან.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 000 000 მლნ ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება m²-ის მიერ, ხოლო ობიექტების სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებას სამშენებლო კომპანია, BK Construction (ბი ქეი ქონსთრაქშენი) ჩაიბარებს.
მას შემდეგ, რაც m²-სა და სვეტს შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინაპირობები შესრულდება, შეთანხმდება პროექტები და გაიცემა სამშენებლო ნებართვები, m² მშენებლობის პროცესს დაიწყებს, რაც ნებართვების აღებიდან სამი წლის ვადაში უნდა დასრულდეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2018 წლის 3 ოქტომბერს თაღლითობისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მუხლით სამშენებლო კომპანია სვეტის ხელმძღვანელი პირები დააკავეს.
დეველოპერული კომპანია სვეტის მენაშენეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე, აღნიშნული კომპანიის მიერ მშენებარე საცხოვრებელი ბინების შესაძენად მოქალაქეთა მიერ გადახდილი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, უწყებაში გამოძიება 2018 წლის 29 მაისს დაიწყო. დაზარალებული მენაშენეები რამდენიმე თვის განმავლობაში დახმარებას ითხოვდნენ.
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
კომენტარები