არაუშავს ირაკლი, მალე შევხვდებით თბილისში და უთანხმოებას გადავლახავთ — სააკაშვილი ოქრუაშვილს
ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს მიმართავს და წერს, რომ მასთან რთული ურთიერთობის მიუხედავად უსამართლოდ მიიჩნევს მის პატიმრობას. ირაკლი ოქრუაშვილს 20 ივნისის აქციის საქმეზე აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
"არაუშავს, ირაკლი მალე შევხვდებით თბილისში თავისუფლად და ყველა ჩვენს უთანხმოებას გადავლახავთ", — წერს სააკაშვილი და ამით ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუქ პოსტს ეხმაურება. ოქრუაშვილის განცხადებით, "გახარიას გაპრემიერებით ივანიშვილმა და რუსებმა პროცესების რადიკალიზაცია დაიწყეს".
ოქრუაშვილი 25 ივლისს დააკავეს. ის 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზეა დაკავებული. ეს მუხლები ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ამავე საქმეზე დაახლოებით 20-მდე ადამიანია ბრალდებული.
ირაკლი ოქრუაშვილი წლების განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პირველ ნახევარში, სხვადასხვა დროს, იყო თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ეკონომიკის მინისტრი. მოგვიანებით, მან პარტია შექმნა და მაშინდელ ხელისუფლებას, თავის ძველ გუნდს დაუპირისპირდა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები