საქართველოს საზღვრიდან 5 და 8 კილომეტრში, სომხეთის ტერიტორიაზე ორი მიწისძვრა ორწუთიანი ინტერვალით დაფიქსირდა. მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბიძგები იგრძნობოდა თბილისშიც.

პირველი მიწისძვრა, დაახლოებით, 17 წუთის წინ [20:22] დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 5,2 მაგნიტუდა იყო, მეორე კი 15 წუთის წინ [20:24]. ამ შემთხვევში 4,2 მაგნიტუდა დაფიქსირდა.