ცნობილი ოპერატორი როჯერ დიკინსი ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალს ეწვია. წელს მან ჯონ ქროულის The Goldfinch გადაიღო, რომელიც ფესტივალის გალა პრეზენტაციების სექციაშია წარდგენილი. ერთი თვის წინ კი მან სემ მენდესის ფილმზე (1917) დაასრულა მუშაობა.

ძალიან მადლიერი ვარ ამ ორი ფილმის, იმიტომ რომ ასეთი ფილმები უკვე იშვიათობაა ჩვენს დროში. სამყარო უფრო განსხვავებულია, ნელ-ნელა უფრო ცოტაა საშუალო ბიუჯეტის ფილმები, ძირითადად დაბალბიუჯეტური პროექტებია, რომლებიც რა თქმა უნდა კარგია, რადგან ადმიანებს ექსპერიმენტების ჩატარების საშუალება აქვთ. ამ ყველაფრის საპირწონედ კი უზარმაზარი ექშენ და სუპერგმირების ფილმებია. Goldfinch-ის მსგავსი ნამუშევრები კი თანდათან მცირდება, რაც სამწუხაროა.

ახლა არცერთი პროექტი არ მაქვს, ვინმეს რამე სამუშაო თუ გექნებათ, კარგი იქნებოდა...

ხუმრობს 14 გზის ოსკარის ნომინანტი ოპერატორი.