1994 წელს მისი ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, წიგნებიდან მუსიკალურ ტრიბუტ ალბომებამდე, ჯგუფ ნირვანას ლეგენდარული ფრონტმენი, კურტ კობეინი არაერთი ფორმით არის უკვდავყოფილი.

მისი ქალიშვილის, ფრენსის ბინ კობეინის ინიციატივით შექმნილი ტანსაცმლის კოლექციის ფარგლებში, რომელსაც "კურტი აქ იყო" ეწოდება, მუსიკოსის ნახატებით და ხელნაწერებით გაფორმებულ მაისურები და ჰუდები იყიდება.

კოლექცია უნისექსია და ის ორივე სქესის ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. ტანსაცმელზე კი, დიზაინი კურტ კობეინის ნახატების და ხელნაწერების ორიგინალური ზომების მიხედვითაა გადატანილი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კურტ კობეინი მოდისთვის შაგონების წყარო გახდა. Vetements-ის ერთ-ერთ კოლექციაში, მუსიკოსის ცნობილი ფოტოს ინსპირაციით მაისური დემნა გვასალიამ შექმნა, რომელიც კობეინს 1992 წელს, ჟურნალ Rolling Stone-ის ყდისთვის გადაღებულ ფოტოზე ეცვა.

კოლექცია "კურტი აქ იყო" მუსიკოსის გარდაცვალებიდან 25 წლისთავს ეძღვნება. კურტ კობეინი 1994 წლის აპრილში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს. მიზეზი თვითმკვლელობა იყო. კოლექციის გაყიდვებიდან ნაწილი ორგანიზაცია Jed Foundation-ს გადაეცემა, რომელიც თვითმკვლელობის პრევენციის საკითხებზე მუშაობს.