თუ 221 ათასის ჩადება უნდათ განათლებაში, ჩადონ, ფული არ აქვთ, თუ რა?! — ვოლსკი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე
ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი თიბისი ბანკის დამფუძნებლების მიერ მის წინააღმდეგ დაანონსებულ სარჩელს გამოეხმაურა და თქვა, რომ თუ მათ განათლებაში 221 ათასის ჩადება უნდათ, თავად ჩადონ ეს თანხა:
"... ფული არ აქვთ, თუ რა? თუ უნდა რომ მე კრედიტი მომცეს და მერე ეს კრედიტი მის ანგარიშზე შევიტანო და იქიდან დახარჯოს ახალგაზრდების განათლებისთვის. რა უბედურებაა ეს, რა არის? გადაწყვიტა, რომ ამით ყურადღებას მიიქცევს და უფრო გაიძლიერებს პოზიციებს?"
თიბისი ბანკის დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე ქართული ოცნების დეპუტატს, გია ვოლსკის "პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების" გავრცელებისთვის სასამართლოში უჩივის. ბადრი ჯაფარიძე აპირებს, მიმართოს სასამართლოს სარჩელით და მოითხოვს ვოლსკის განცხადებების საჯარო უარყოფა, ასევე, პირადად გია ვოლსკის დაეკისროს ფინანსური სანქცია 221 952 ლარის ოდენობით, რომელსაც, მისივე თქმით, ახალგაზრდების განათლების დაფინანსებას მოახმარენ.
ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, გია ვოლსკი მისი მისამართით "ცილისწამებას არ იშურებს და ყოვლად აბსურდულ და შეთითხნილ ბრალდებებს რეგულარულად საჯაროდ გამოთქვამს".
"ბატონი ვოლსკი პროკურატურის მიერ დადგმულ ბრალდებასაც არ სჯერდება და მათ საამებლად ახალ "ფაქტებს" იგონებს"", — წერს ჯაფარიძე.
ქართული ოცნების დეპუტატის განცხადება გუშინ 9 სექტემბერს IPN-მა გაავრცელა. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე და მისი გუნდელები ცდილობენ ისე წარმოაჩინონ სიტუაცია, ვითომ პოლიტიკაში შემოსვლას ლამობენ, პოპულარულები არიან და ერთი სული აქვს სახელმწიფოს გზები მოუჭრას პოლიტიკაში შემოსასვლელად: "ეს არ შეესაბამება სინამდვილეს".
ვოლსკის თქმით, მამუკა ხაზარაძე არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკას იწყებს და იწყებს ტყუილით, "თუნდაც კონსორციუმთან, თუნდაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით".
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები