მელაძე: სალია ტყუის, მე ლაივი არ გამიშვია და არც გვერდის გადაბარებაზე მიმიღია ოფიციალური შეტყობინება
მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის განცხადება ფეისბუქგვერდით ბოროტად სარგებლობის შესახებ სიმართლე არ არის. მისი თქმით, რუსთავი 2-ის ვებზე მომუშავე ყველა ყოფილი და მოქმედი თანამშრომელი, არის ამ გვერდის რედაქტორი. ის მოუწოდებს სალიას, შევიდეს ფუნქციებში და შეამოწმოს, რომ მას ლაივი არ გაუშვია.
მისივე თქმით, ტყუილია ისიც, რომ სალია გვერდის ადმინისტრატორის უფლების გადაბარებას უშედეგოდ ითხოვს.
"ამ დრომდე, არ მიმიღია არც ერთი ოფიციალური შეტყობინება, ვის, როდის და რა ფორმით უნდა გადავაბარო ეს გვერდი. არ მომსვლია არც სმს, არც წერილი, არც მეილი. შედგა მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია, ისიც ზოგადი შინაარსის ეიჩართან და პასუხიც მიიღო", — აცხადებს ის.
ტელეკომპანია რუსთავი 2-მა განაცხადა, რომ მათ ფეისბუქგვერდზე ჩნდება პოსტები, რომელსაც მომხმარებლები შეცდომაში შეყავს. კომპანია გულისხმობს მთავარი არხის პირდაპირ ეთერებსა და სიუჯეტებს, რომელიც მათ ფეისბუქგვერდზე ზიარდება.
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას თქმით, მიუხედავად არაერთი კანონიერი მოთხოვნისა არხი ამ დრომდე ვერ ახერხებს ნოდარ მელაძისგან დაიბრუნოს ადმინისტრატორის უფლებები. მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ უკვე ეცნობა სოციალური ქსელის ადმინისტრაციას და დაწყებულია შესაბამისი პროცედურები. სალია ფიქრობს, რომ მელაძის ქმედებები არის უპასუხისმგებლო და შესაძლოა შეიცავდეს კიბერდანაშულის ნიშნებს.
გუშინ, 10 სექტემბერს, დილას, სანამ მთავარი არხი ეთერში გავიდოდა მათი სიუჯეტი რუსთავი 2-ის ფეისბუქგვერდზე გაზიარდა, თუმცა მალევე წაიშალა. არხის საინფრომაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ განაცხადა, რომ ორივე ფეისბუქგვერდს ერთი ადამიანი მართავდა და გაზიარებისას შეცდომა დაუშვა. იგივე განმეორდა საღამოსაც, როცა არხი პირდაპირ ეთერში გავიდა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები