სანამ ტოდ ფილიპსის ბოლო ფილმის კონტრაქტზე ხელს მოაწერდა ხოაკინ ფენიქსს შინაგანი ბრძოლა ჰქონდა, ამ ყველაფერზე მსახიობმა ჯოკერის ჩრდილო ამერიკულ პრემიერაზე, კერძოდ კი ტორონტოს ფესტივალის კითხვა-პასუხის პანელზე ისაუბრა.

გულწრფელად რომ გითხრათ, თავიდან ძალიან რთული იყო გადაწყვეტილების მიღება. არ ვიცოდი რა უნდა მექნა, თუმცა იყო რაღაც, რამაც მიმიზიდა და მას შემდეგ განვითარდა, რაც ერთად დავიწყეთ მუშაობა. საბოლოო ჯამში კი გახდა იმაზე მეტი, ვიდრე წარმომედგინა. ეს ჩემი კარიერის უდიდესი გამოცდილება იყო.

კომპანია Warner Bros DC სამყაროს განახლებას ცდილობს, რადგან 2017 წელს გამოსულ Justice League-ს არასახარბიელო რეზულტატები ჰქონდა. სწორედ ამას ემსახურება ხოაკინ ფენიქსის ინტერპრეტირებული ჯოკერი. ფილიპსმა თქვა, რომ კომპანია ვორნერ ბრაზერსის პროდიუსერებს ფილმი გმირის წარმოშობის ამბად შესთავაზა, რომელიც 70-80-იანი წლების სტილში იქნებოდა, დაახლოებით ისეთი როგორიც ფილმები: Raging Bull და Network-ია.

"ჯოკერში ყველაზე კარგი ის არის, რომ ის არ არის სანდო მთხრობელი, მას წარმომავლობის ისტორია არ აქვს. ამიტომაც თავისუფლება გვქონდა, სხვადასხვა კომიქსებიდან ვიღებდით რაღაცებს."

ფილიპსის თქმით მას სურდა, რომ სცენარი ფენიქსთან ერთად დაეწერა, თუმცა მსახიობის დასარწმუნებლად დრო დასჭირდა. "ყოველთვის ვამბობდი, რომ მას ფილმის კონტრაქტისთვის ხელი არასდროს მოუწერია, ის უბრალოდ ადგა და ტანსაცმლის მოსარგებად გამოცხადდა გარდერობში."

რეჟისორის თქმით ფილმი უბრალოდ ცალკეული ისტორიაა, რომელიც მომავალში დისი უნივერსის სხვა ფილმებთან არ გადაიკვეთება. კომპანია ვორნერ ბრაზერსი ჯოკერს ზრდასრულთათვის განკუთვნილ დრამად პოზიციონირებს, რომელიც სერიოზულ პრიზებზე იბრძვის.

ფილმმა ცოტა ხნის წინ ვენეციის კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმის წოდება და ოქროს ლომი დაიმსახურა. ჯოკერის საკინოთეატრო პრემიერა 4 ოქტომბერს შედგება.

ამავე თემაზე:

როგორ აფასებენ კინოკრიტიკოსები ტოდ ფილიპსის ჯოკერს?.