თავისუფალი საქართველოს თანათავმჯდომარემ, გოგი წულაიამ ქუთაისის მერიის შენობის წინ "წყალი დანაყა". ამ პერფორმანსით წულაიამ ჭიათურისთვის მანქანების ჩუქება გააპროტესტა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

"როგორც წყლის ნაყვა არ არის შედეგის მომტანი, ასეთივე უშედეგოა ხელისუფლებისთვის ჩემი ბრიფინგები. თითქოს გადასაყრელი გვქონდეს ქონება, ისე ვაჩუქეთ ჭიათურას უახლესი მოდელის ავტომობილი. მინდა, მივმართო ბიძინა ივანიშვილს, ასე როგორ გეზიზღება ქუთაისი, რომ მერად ბრიყვი პოლიტიკოსი დაგვისვი?!" — ამბობს წულაია.