ემზარ კვიციანის ადვოკატი ამტკიცებს, რომ არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც დეპუტატს ბრალს წაუყენებენ.

"თქვენ მანახეთ კადრი, სადაც ემზარ კვიციანი მუშტს ურტყამს ვინმეს, ან დაზიანებები მიაყენა", — აცხადებს ის.

გარდა ამისა, ის ამტკიცებს, რომ ძალადობის მუხლი ფიზიკური ტკივილის მიყენებას გულისხმობს და ზუკა ბერძენიშვილს ტკივილი არ განუცდია. მისი თქმით, ბერძენიშვილთან მუშტის დარტყმა კი არა "შეხება" მოხდა, როცა აქტივისტი კვიციანის "პროვოცირებას ახდენდა".

"რა ფიზიკური ტკივილზეა ხალხნო ლაპარაკი, როცა ზუკა ბერძენიშვილი პირველ ეპიზოდში უდგება წინ და იქცევა, მერე მეორე ეპიზოდში, მესამე ეპიზოდში, მერე ინტერვიუებს იძლევა. დისპოზიცია ამისი, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს" — აცხადებს ის.

საპირწონედ ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიებამ ყურადღება უნდა მიაქციოს აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილისა და მამამისის, პოლიტიკოს დავით ბერძენიშვილის მუქარებს. მას შემდეგ, რაც ემზარ კვიციანმა აქტივისტს სამჯერ დაარტყა, დავით ბერძენიშვილმა ფეისბუქზე დაწერა: "ემზარ, იცოდე მაგრად დაგერხევა". ზუკა ბერძენიშვილი კი მედიებთან აცხადებდა, რომ ემზარ კვიციანის პასუხისგებას მოითხოვდა. სწორედ ამას გულისხმობდა ადვოკატი მუქარაში.

ნახეთ კადრები 8 სექტემბერს პარლამენტთან მომხდარი დაპირისპირებიდამ:

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ფიქრობს, რომ 8 სექტემბერს სირცხვილიას აქტივისტები ცხვრებით, ჟურნალისტები კი მიკროფონებით დაესხნენ თავს. ის მომხდარს პროვოკაციად აფასებს და ამბობს, რომ მისი აგრესიული ქმედებები მოგერიება იყო. ინციდენტისას კვიციანმა აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ის ასევე, აფურთხებდა აქტივსიტებს. ერთ-ერთი მათგანს, ზუკა ბერძენიშვილს მან სამჯერ დაარტყა.

ამავე თემაზე: