თბილისის საქალაქო სასამართლომ ხულიგნური ქვენა გრძნობით, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2018 წლის 10 დეკემბერს, თბილისში, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე განზრახ მოკვლის მიზნით, დანით არასრულწლოვნებს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილი დატოვა. დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად დაჭრილების გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს თბილისში დააკავეს. მას სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა