ციურიხის კინოფესტივალზე ბენედიქტ ენდრიუსის ფილმის Seberg-ის შვეიცარული პრემიერა შედგება. ფილმში მსახიობი კრისტენ სტიუარტი ჟან სებერგის როლს ასრულებს. ციურიხის რიგით მეთხუთმეტე ფესტივალი 26 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე გაიმართება, ჟიურის ხელმძღვანელი კი ოლივერ სტოუნი იქნება.

ფესტივალი მსახიობს პრიზს: ოქროს თვალს გადასცემს. ამაზე ფესტივალის დირექტორებმა ნადია შჩილდკენჩმა და კარლ სპოერიმ ასეთი კომენტარი გააკეთეს:

Twilight-ის შემდეგ მას შეეძლო მონაწილეობა მიეღო ბლოკბასტერებში, თუმცა მან არჩევანი არტისტული ინდი ფილმების სასარგებლოდ გააკეთა და ისეთ პროექტებზე დაიწყო მუშაობა, რომლის სცენარისტებიც არიან: ვოლტერ სეილსი, ოლივერ ესაიასი და ენგ ლი. მისი სამსახიობო ბალანსი მეინსტრიმსა და არტჰაუსს შორის წარმატებული და სამაგალითოა. ჟან სებერგის უშიშარი განსახიერებით კი ის ამტკიცებს, რომ ჩვენი თაობის უნივერსალური მსახიობია.

კრისტენ სტიუარტი მაყურებელმა დევიდ ფინჩერის ფილმით Panic Room გაიცნო, სადაც მისი საეკრანო მეწყვილე ჯუდი ფოსტერი იყო. ფილმი 2002 წელს გამოვიდა, როდესაც სტიუარტი ჯერ კიდევ პატარა იყო. 2015 წელს ის პირველი ამერიკელი მსახიობი ქალი გახდა, რომელმაც ცეზარის ჯილდო მიიღო საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის როლისთვის, რომელიც ფილმ Clouds of Sils Maria-ში შეასრულა. ამჯერად მისი საეკრანო მეწყვილე ჟულიეტ ბინოში იყო.