BIAFF ინდუსტრიული პლატფორმის "ალტერნატიული ტალღის" მენეჯმენტმა დაასრულა პროექტების შერჩევა. შერჩეული იქნა 8 პროექტი, საიდანაც 6 არის საქართველოდან, 1 თურქეთიდან და 1 უკრაინიდან.

"ალტერნატიული ტალღა" გაიმართება "ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის" ფარგლებში 2019 წლის 18-22 სექტემბერს, ბათუმში.

ალტერნატიული ტალღა 2019 წლის გამოშვებისათვის შერჩეული პროექტები:

  1. აკვარიუმი - რეჟისორი და პროდიუსერი თორნიკე ბზიავა;
  2. თამადა - რეჟისორი თემურ წიკლაური, პროდიუსერი ირაკლი ბაღათურია;
  3. ტვირთი - რეჟისორი და პროდიუსერი ანა იოსავა, თანასცენარისტი ოთარ ქათამაძე;
  4. შენ გავხარ მამას - რეჟისორი ლევან ლომჯარია, პროდიუსერი ვაკო კირკიტაძე;
  5. ნარინჯისფერი ცა - რეჟისორი და პროდიუსერი შალვა შენგელი, თანასცენარისტი ალექსანდრე ქურხული;
  6. ოჯახური დრამა კეთილი დასასრულით -რეჟისორი და პროდიუსერი ირინა გაჩეჩილაძე;
  7. სერაფიმა - რეჟისორი მარისია ნიკიტიუკი, პროდიუსერი იგორ სავიჩენკო (უკრაინა);
  8. გულის კარნახი - რეჟისორი სონერ კანერი, პროდიუსერი ბილალ ბაგჩი (თურქეთი).

შერჩეულ მონაწილეებს მიეცემათ საშუალება ექსპერტების მონაწილეობით განავითარონ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტები შემდეგი მიმართულებებით:

  • სცენარის განვითარება.
  • კო-პროდუქციის სტრატეგია
  • დაფინანსების სტრატეგია.
  • საფესტივალო სტრატეგია.
  • დისტრიბუციის და მარკეტინგის სტრატეგია.

ექსპერტები: ნიკოს პანაიოტოპოლოსი (საბერძნეთი), პოლ ტაილერი (დიდი ბრიტანეთი), გულინ უსტუნი (თურქეთი), აისეგულ ეკმეკჩიოგლუ (თურქეთი)

მოწვეული სპიკერი - ტატიანა დეტლოფსონი (აშშ)

პრიზები საუკეთესო პროექტებისთვის:

I ადგილი - 10.000 ევროს ღირებულების პოსტ-პროდუქციის სერვისი (კომპანია CETA STUDIO - ვროცლავი, პოლონეთი)

II ადგილი - პროექტის სელექცია "Meeting on the Bridge" პროგრამაში.

III ადგილი - ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე დასწრება (აკრედიტაცია, ავიაბილეთები, სასტუმრო).

საკონტაქტო ინფორმაცია - [email protected], თინათინ ყაჯრიშვილი - 597202550
ლაშა ხალვაში - 595926206

"ალტერნატიული ტალღის" მხარდამჭერები - საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბრიტანეთის საბჭო, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, CETA STUDIO (პოლონეთი)