მაიკ ფლანაგანის ახალი ფილმის, Doctor Sleep-ის ტრეილერი გამოვიდა. ნამუშევარი სტივენ კინგის ცნობილი რომანის, The Shining-ის გაგრძელებაა და ამავე დროს, სტენლი კუბრიკის ამავე სახელწოდების ლეგენდარული კინოსურათის სიქველს წარმოადგენს.

ეუენ მაკგრეგორი ზრდასრული დენი ტორენსის როლს ასრულებს, რომელსაც ზებუნებრივი ძალები გააჩნია, თუმცა, მამამისისვით ალკოჰოლზეა დამოკიდებული. ზრდასრულიც კი შეშინებულია იმით, რაც ბავშვობაში გადახდა თავს (მამამისი სასტუმროს დარაჯად მუშაობისას ჭკუიდან შეიშალა და საკუთარი ოჯახის ნაჯახით ამოხოცვა სცადა).

დენი ტორესს წარსულის აჩრდილებთან შეხვედრა ისევ მოუწევს, მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა გოგონას გაიცნობს, რომელსაც მისი მსგავსი უნარები აქვს. ასეთ ადამიანებზე ნადირობენ, სწორედ ამიტომ ისინი ერთიანდებიან, რათა გადარჩენისთვის იბრძოლონ.

ფილმი პრემიერა 8 ნოემბერსაა დაგეგმილი.